როგორ მოვამზადოთ სასარგებლო ერბოს კარაქი

0
2162
ფოტო: hype & Rainer Z from wikipedia

„ადრე სადღაც ერბოს კარაქის რეცეპტის შესახებ წავიკითხე. შეგიძლიათ მისი რეცეპტი მომწეროთ? პატივისცემით, ივანა.“

წერილს ექიმი ნევროლოგი ვლადიმერ ბოლსუნი პასუხობს.

მნიშვნელოვანია, რომ კარაქი სწორად გაადნოთ, ასე კარაქი გარდაიქმნება და ოქროსფერ, სუფთა პროდუქტს, ერბოს წარმოქმნის. კარაქს მცირე ნაჭრებად ჭრიან და ადნობენ. როგორც კი კარაქი ადუღდება, ცეცხლს მინიმუმამდე ამცირებენ. კარაქის დნობის მიხედვით ზედაპირზე თეთრი ქაფის ქუდი წარმოიქმნება, რომელიც დაუყონებლივ უნდა მოხადოთ. სხვათა შორის, შეგიძლიათ ის საკვებად გამოიყენოთ.

გადნობის დროს შეიძლება პროდუქტის წვა მოხდეს, მაგრამ არა თავად კარაქის, არამედ ნარჩენების, რომლებიც ქვაბის ძირში ილექება. ამის თავიდან ასაცილებლად სქელი ძირის ქვაბი გამოიყენეთ და კარაქი ძალიან სუსტ ცეცხლზე გაადნეთ. კარაქი პროცესის დასაწყისში მუქია და ბოლოს ღიავდება, ხოლო ქვაბის ძირზე ნარჩენები რჩება. 10-15 წუთის შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და ფრთხილად, წვრილი ნაკადით (ისე, რომ ნალექი ქვაბის ძირში დარჩეს) გამდნარი კარაქი სხვა ქვაბში გადაასხით. თავსახური საერთოდ არ დაახუროთ, რომ წყალი აორთქლდეს. ქაფი მუდმივად მოხადეთ – ეს კაზეინია.

როცა კარაქის ფერი ოქროსფერი გახდება, საწურზე სუფთა მარლა დააფინეთ და ერბო გადაწურეთ. გადაწურვის და გაფილტვრის პროცედურა 2-ჯერ ჩაატარეთ. აუცილებლობის შემთხვევაში ერბო სუფთა კოვზით ამოიღეთ. 1 ლ ერბო რომ მიიღოთ, 200 გრამიანი 5-6 შეფუთვა ხარისხიანი კარაქი დაგჭირდებათ.

ერბოს კარაქი თერმული დამუშავებით არ იწვება. ეს ძალიან დიდი უპირატესობაა, რადგან მცენარეული ზეთი და კარაქი წვის დროს კანცეროგენული ხდება და თავისუფალ რადიკალებს წარმოქმნის, ასევე მოსანელებლად რთულია. ერბო ერთადერთი კარაქია, რომელიც წვის დროს სასარგებლო თვისებებს არ კარგავს. თუ ერბო კარაქი ფენებად იშლება, მაშინ საწყისი კარაქი უხარისხო იყო.

ერბო სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა. ის ბევრი სამკურნალო საშუალების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. თუ მისი დახმარებით მკურნალობა გსურთ, 1 ჩ/კ ერბო ჭამამდე 10 წუთით ადრე მიიღეთ. დღეში რამდენჯერ საკვებსაც იღებთ, იმდენჯერ ერბო მიირთვით.

საკვებში ერბოს გამოყენებას პრაქტიკულად უკუჩვენება არ აქვს. ვედების მონაცემებით, გამდნარი კარაქი სისხლში ცხიმის რაოდენობას არ ზრდის, რადგან მისი თვისება არა მხოლოდ სისხლში ცხიმის მოხვედრას, არამედ უჯრედების სწრაფად ათვისებას ხელს უწყობს.

სურდოს დროს ასე გამოიყენეთ: 100 გრ ერბოს 1 ჩ/კ დაქუცმაცებული კოჭა და 1 ჩ/კ კურკუმა დაუმატეთ და მაიონეზის ქილაში მოათავსეთ. ამის შემდეგ 20 წუთით წყლის ორთქლზე გასადნობად მოათავსეთ. გაფილტრეთ და მაცივარში შეინახეთ. 1 ჩ/კ მიღებული საშუალება დღეში 3-ჯერ შიგნით მიიღეთ. ასევე გულმკერდსა და ხელებზე წაისვით.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი