თხილეული დაგეხმარებათ მხედველობის გაუმჯობესებასა და შენარჩუნებაში

540

ავსტრალიელმა სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ თხილეული ამცირებს თვალების დაავადებების განვითარების რისკს, განსაკუთრებით, ხნიერ ქალებში. როგორც აღმოჩნდა, ცხიმოვანი მჟავები, რომლებსაც კაკალი შეიცავს, ანელებს ბადურის უჯრედების დაბერების პროცესს.

ტესტების შედეგებმა აჩვენა: დღეში 1-2 ულუფა თხილეული (დაახლოებით 150 გ) ამცირებს ქალებში თვალების დაავადებების განვითარების რისკს 35%-ით.

თუმცა, ეს თვისება მხოლოდ თხილეულს როდი აქვს: მაგალითად, ზღვის ცხიმიანი თევზი (კვირაში 150-200 გ) ამცირებს თვალების დაავადებების რისკს 31%-ით. კვირაში 100 მლ ზეითუნის ზეთი კი საერთოდ დაგავიწყებთ თვალის დაავადებების შესახებ.

მეცნიერების აზრით, სასარგებლო ცხიმოვანი მჟავები სისხლძარღვების დაბერებასაც ანელებს – სწორედ ეს ეხმარება ბადურის უჯრედებს უკეთ ფუნქციონირებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს