კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა იწვევს თვალების გაღიზიანებას (სიწითლე, ცრემლდენა ან რქოვანას სიმშრალე), გადაღლას (საერთო დაღლილობა, ტკივილი და სიმძიმე თვალებსა და თავში), მხედველობის კონცენტრირების სირთულეს. აგრეთვე, შესაძლებელია გამოიწვიოს ტკივილი ზურგში და კუნთოვანი სპაზმები.
ამიტომაც, პირველ რიგში, საჭიროა სამუშაო ადგილის უფრო კომფორტულად მოწყობა, ხოლო მეორე – სპეციალური სათვალეების გამოყენება, რომელსაც ექიმი-ოკულისტი გირჩევთ, თანაც, გამოკვლევების შემდეგ თვალის სხვა დაავადებების თავიდან აცილებასაც შეძლებთ.
პრაქტიკის მიხედვით, სამუშაო ადგილის სწორი ორგანიზება ამცირებს თვალების გადაღლის რისკს. მონიტორი უნდა განათავსოთ ცოტათი უფრო შორს, ვიდრე ჩვეულებრივი კითხვის დროს. ეკრანის ზედა კიდე თვალის დონეზე ან ცოტათი დაბლა უნდა იყოს. ტექსტის შემცველი ფურცელი ეკრანთან მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს, რათა თავისა და თვალების ხშირ მოძრაობას მოერიდოთ, მზერის გადატანის დროს. განათება ისე უნდა მოაწყოთ, რომ ეკრანზე ანარეკლი არ გაჩნდეს.
და, რაც მთავარია, გახსოვდეთ: მუშაობის დროს აუცილებელია რეგულარული დასვენება, რამდენადაც ერთფეროვანი პოზა ძალიან დამღლელია თვალების, კისრისა და ზურგისთვის. არ დაგავიწყდეთ დროგამოშვებით თვალების დახამხამებაც – ეს ელს უშლის თვალების სიმშრალესა და გადაღლას.