იმისათვის, რომ მხედველობა გაიუმჯობესოთ და დაიცვათ გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, მაგალითად, კომპიუტერისგან, საჭიროა თაფლის რეგულარული მოხმარება. საქმე ისაა, რომ თაფლი ნატურალური პროდუქტია, რომელიც თვალის ბადურის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელ ნივთიერებათა კომპლექსის შეუცვლელი წყაროა.
მხედველობისთვის საუკეთესოა ნეკერჩხლის თაფლი. იგი დილით, უზმოზე უნდა მიირთვათ. გაღვიძების შემდეგ, კბილების გახეხვამდე 10-15 წუთით ადრე, ნელა გაწუწნეთ 1 ს.კ. თაფლი. იგივე პროცედურა შეასრულეთ ძილის წინაც.
კატარაქტას, თვალის ტკივილებისა და ანთებითი პროცესების დროს, თაფლის წვეთები დაგეხმარებათ. თაფლი უთხელეს დამცავ ფენას ქმნის, რომელიც ხსნის ანთებას, ადუნებს თვალის კუნთებს და იცავს თვალებს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.
წვეთების მოსამზადებლად, 1 წვეთი თხევადი თაფლი კარგად გახსენით 10 წვეთ გამოხდილ ან წყაროს სუფთა წყალში. მიღებული მასა თვალებში ჩაიწვეთეთ დილაობით. მკურნალობის კურსი 2 კვირით უნდა გაგრძელდეს, შემდეგ 10-12 დღით უნდა შეისვენოთ, რის შემდეგაც შეგიძლიათ იგივე გაიმეოროთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესებას შენიშნავთ.