შაკიკის ტკივილის დაძლევაში მასაჟი დაგეხმარებათ.

0
399
ფოტო: luisa Munoz on Pixabay

შაკიკი, უმეტესწილად, ახალგაზრდების დაავადებაა. ამასთან, იგი ქალებს უფრო ხშირად აწუხებს, ვიდრე მამაკაცებს. თავის ტკივილს რომ გაუმკლავდეთ, უნდა იმოქმედოთ მაქსიმალურად სწრაფად, მის გაძლიერებას კი არ უნდა ელოდოთ. შეტევის დროს მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი წამალი (იგი ექიმმა უნდა დაგინიშნოთ), განმარტოვდით ბნელ, მშვიდ ოთახში და წამოწექით გრილ ან ოთახის ტემპერატურის კომპრესით (იგი თავზე ოდნავ უნდა გაწვებოდეთ). შეგიძლიათ, დაიდოთ მდოგვის კომპრესი წვივებზე ან სათბურები ფეხებზე.

შაკიკის შეტევების პროფილაქტიკისთვის, დილა-საღამოს მიიღეთ ცივი შხაპი. იმ პერიოდში, როცა შეტევები არ იქნება, გაიარეთ კისრის ზონის მასაჟების კურსი. ხშირად, სწორედ კისრის დანაყოფის კუნთების სპაზმი იწვევს შეტევებს.

წამლების გარდა, კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი არსებობს – თავის მასაჟი რაც უფრო ადრე შენიშნავთ შეტევის დაწყებას, მით უფრო მარტივი იქნება მისი მოხსნა. დააჭირეთ საჭირო წერტილებს საგრძნობლად, თუმცა არა ტკივილამდე. სახეზე თითოეული წერტილი დაიზილეთ წრიული მოძრაობებით, დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ, წარბებიდან კეფისკენ მოძრაობით, ხელის ოთხი თითით დაიზილეთ თავი ორივე მხრიდან. კეფასა და კისერს ოდნავ დაარტყით ორივე ხელის თითებით.

  1.  ერთი ან ორი თითით დაიზილეთ წერტილი წარბებს შორის.
  2. გადადით წარბების შუა მონაკვეთის წერტილებზე.
  3. დაიზილეთ თვალის კუთხეების წერტილები.
  4. წარბების შუიდან იმოძრავეთ ზემოთ.
  5. გაიარეთ “ზოლი” კეფამდე.
  6. მსუბუქად დაარტყით ხერხემლის კისრის მონაკვეთს.

თუ შაკიკი თვეში სამჯერ ან მეტჯერ გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი