1 ს.კ. სიმინდის ფქვილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამით, დალიეთ დილით უზმოზე. მკურნალობის კურსი – 1 თვე.
სტაფილოს ყვავილობის დროს, მოჭერით ყვავილსაჯდომები და გამოაშრეთ ჩრდილში. 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, აადუღეთ და ხარშეთ 2 წუთით ნელ ცეცხლზე. გამორთეთ ცეცხლი და დააყენეთ 1-2 საათით, გადაწურეთ და დაუმატეთ 1 ჩ.კ. შაქარი და დალიეთ ღამით. მკურნალობის კურსი 3 კვირა უნდა გაგრძელდეს. ერთთვიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ. ასეთი კურსებით ნახევარი წელი უნდა გაიაროთ.
2 ჩ.კ. პიტნის ხმელ ფოთლებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წუთით, გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. დღეში ორჯერ. მკურნალობის კურსი ორ კვირამდე გრძელდება. აუცილებლობისამებრ, ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, შეგიძლიათ გაიმეოროთ.
დააქუცმაცეთ და შეურიეთ 2 ჩ.კ. პიტნის ხმელი ფოთლები და კატაბალახას ფესვები, დაასხით ნარევს 250 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ ნაყენიან ჭურჭელს ლამბაქი ისე, რომ მისი ფსკერი ნაყენს ეხებოდეს. ეს ჰერმეტულობისთვისაა საჭირო. 30 წუთის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 დ.კ. დღეში ორჯერ, 2 კვირის განმავლობაში. კურსის დასრულების შემდეგ, შეისვენეთ 2 კვირით, ხოლო შემდეგ გაიმეორეთ მკურნალობის კურსი.
დააქუცმაცეთ და შეურიეთ 30 გ ფასრმანდუკის ბალახი, 15 გ კუნელის ყვავილები, შვიტა, კატაბალახას ფესვები, გველის სუროსა და მელისას ფოთლები. 1 ს.კ. ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათით, გადაწურეთ და დალიეთ 50-70 მლ ნარევი დღეში 3-4-ჯერ.
დააქუცმაცეთ და შეურიეთ საშუალო თავი ხახვი, 4 კბილი ნიორი და 1 ს.კ. წითელი ასფურცელას ხმელი ნაყოფი, დაასხით ნარევს მინანქრიან ქვაბში 5 ჭიქა ცივი გადადუღებული წყალი, აადუღეთ და მჭიდროდ თავდახურული ხარშეთ 15 წუთით ნელ ცეცხლზე. ამის შემდეგ, დაუმატეთ თითო ს.კ. დაქუცმაცებული ბერულას ბალახი, კამა და ოხრახუში და ადუღეთ კიდევ 15 წუთით. გამორთეთ ცეცხლი, დააყენეთ 1 საათით, გადაწურეთ, დაწურეთ და დალიეთ 1.5 ს.კ. დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი – 10 დღე. 3 კვირაში გაიმეორეთ.
წვრილ კუბებად დაჭერით 2 საშუალო ზომის წითელი ჭარხალი, შემდეგ მოათავსეთ სამლიტრიან ქილაში და პირთამდე დაასხით თბილი გადადუღებული წყალი. შეახვიეთ ქილის ყელი ორ ფენად დაკეცილი მარლით და დადგით 6-7 დღით თბილ ადგილას. ყოველდღე მოურიეთ შიგთავსს ხის კოვზით. ფერმენტირების დასრულების შემდეგ, გადაწურეთ და შედგით მომზადებული სასმელი მაცივარში. მიიღეთ რეგულარულად, თითო ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის წინ.
ჰიპერტონია, რომელიც კლიმაქსმა გამოიწვია, ასეთი საშუალებით იკურნება. შუშის ქილაში შეურიეთ 100 გ მოხალული დაფქული ყავა 1 კგ თაფლსა და 2 ლიმონის წვენს, დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში. მიირთვით 1 ჩ.კ. ჭამიდან 2 საათში.
შეურიეთ 1 ს.კ. ცეილონის დარიჩინი 0.5 ს.კ. თაფლს ან მაწონს და მიიღეთ 1 ს.კ. დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ.
შეურიეთ თითო ჭიქა თეთრთავა ხახვის წვენი და მაისის თაფლი, მიღებულ მასას დაუმატეთ 50 გ ხორცსაკეპში გატარებული ლიმონის კანი და მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ. ეს მკურნალობა, აგრეთვე, მდგომარეობას გააუმჯობესებს თავის ტვინის სისხლძარღვების სკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროსაც.
კანიანად, თუმცა უკურკოდ დახეხეთ ლიმონი, დაუმატეთ თითო ჭიქა დახეხილი შტოში, ასკილის ნაყოფი და თაფლი, საგულდაგულოდ მოურიეთ და მიიღეთ 20-40 გ ჭამამდე.
აიღეთ 3 ლ შრატი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი უკურკო კანიანი ლიმონი და დააყენეთ 1.5 დღით ბნელ, გრილ ადგილზე. დალიეთ 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის წინ. პირველი 3 ლ ნაყენი კეთდება 1 ლიმონით, მეორე – ორით, ხოლო მესამე – სამით. დალიეთ შეუსვენებლად. შემდეგ გაიმეორეთ იგივე უკუღმა.
წელიწადში ერთხელ გაიკეთეთ ოყნა ჰიპერტონიული ხსნარით. 50-100 მლ თბილ წყალში გახსენით 5-10 გ მარილი და შეიყვანეთ ეს ხსნარი სწორ ნაწლავში. დაელოდეთ 20-30 წუთით, შემდეგ შედით ტუალეტში. ასეთი ოყნა ძველ ფეკალურ კენჭებსაც კი გამოდევნის. პროცედურის შემდეგ, ადამიანს გაუახალგაზრდავდება კანი და გაუჩნდება სიფხიზლის შეგრძნება.
რეცეპტების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.