ვაშლი-თაფლის წვეთები მხედველობის გასაუმჯობესებლად

2683

მხედველობის გაუარესება არის პრობლემა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აწუხებს. ხალხურ მედიცინას მხედველობის სიმკვეთრის აღსადგენად ბევრი რეცეპტი გააჩნია. მთავარია „თქვენი“ რეცეპტი შეარჩიოთ, რომელიც სწორედ თქვენთვის იქნება ეფექტური. დღეს გთავაზობთ ვაშლის წვეთების რეცეპტს, რომელსაც ბევრი ძალიან ეფექტურად მიიჩნევს.

თქვენ დაგჭირდებათ ვაშლი, სასურველია მწვანე ფერის. აუცილებელი პირობა – ვაშლი იმპორტული არ უნდა იყოს, არამედ თქვენს ბაღში გაზრდილი ან ბაზარში ნაყიდი.

ვაშლს თავი მოაჭერით და მცირე ჩაღრმავება გააკეთეთ. ამ ღრმულში ცოტა თაფლი ჩაასხით და მოჭრილი თავი ზემოდან დაადეთ. ამის შემდეგ ფართო ფინჯანში ან ღრმა თასში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ. 2 დღის შემდეგ ვაშლში წარმოქმნილი სითხე სტერილური პიპეტით სტერილურ ბოთლში გადაასხით.

ვაშლი-თაფლის წვეთები დილა-საღამოს თვალში ჩაიწვეთეთ – 2 წვეთი თითო თვალში.

წვეთები მაცივარში შეინახეთ. 2 დღე გამოსაყენებლად ვარგისია. ამის შემდეგ ახალი უნდა გააკეთოთ. მკურნალობის კურსი – 3-4 კვირა. 3 თვიანი შესვენების შემდეგ პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ. მკურნალობის დაწყების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს