რა უნდა გააკეთოთ გულის პრობლემების თავიდან ასაცილებლად

0
3918
ფოტო: asawin form PxHere

ცოტა თუ უფიქრდება იმას, რომ ორგანიზმში გული დასვენების გარეშე მუშაობს. დროთა განმავლობაში ამ ორგანოს ქსოვილები ცვდება.

გულ-სისხლძარღვთა მრავალი დაავადება არსებობს და ისინი განსხვავებულად მიმდინარეობს. ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა რევმატიზმი ან მიოკარდიტი გულის დაავადებებს წარმოადგენს. სხვა, მაგალითად, ათეროსკლეროზი ან ფლებიტი, პირველ რიგში არტერიებს და ვენებს აზიანებს. საბოლოოდ, დაავადებების მესამე ჯგუფიდან გულ-სისხლძარღვთა სისტემა მთლიანად ზიანდება. პირველ რიგში, მას ჰიპერტონული დაავადება მიეკუთვნება. თუმცა ხშირად  გულის და სისხლძარღვების დაავადებებს შორის ასეთი მკაფიო საზღვრის გავლა რთულია, რადგან ორგანიზმში ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. სწორედ ამიტომ, ექიმები გირჩევენ, რომ სისხლძარღვებზე იზრუნოთ და სისხლის მდგომარეობა გააკონტროლოთ. სისხლი ხომ მთელ ორგანიზმში მოძრაობს და ყველა ორგანოს და ქსოვილის მუშაობას ხელს უწყობს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისთვის ყველაზე ეფექტური მცენარეებია – კუნელი და ხარისძირა, მაგრამ მათი ჭარბად გამოყენება არ შეიძლება. ყოველდღე ახალი წვენების, ასკილის ნახარშის და მწვანე ჩაის თაფლთან ერთად დალევა გულის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად სასარგებლოა. საერთოდ, მიწის ბოსტნეული და პირველი კენკრა ძალიან სასარგებლოა, ოღონდ გარეულ კენკრასთან ფრთხილად იყავით – გზიდან მოშორებით შეაგროვეთ. რადიაციის გავლენას ყველაზე მეტად მოცვი განიცდის, რადგან ის ტორფიან მიწებზე იზრდება, ტორფი კი რადიონუკლიდებს დიდხანს ინარჩუნებს.

კუნელი სისხლის მიმოქცევისთვის. ეს მცენარე მიოკარდიუმის შეკუმშვას, ვენურ სისხლძარღვებსა და ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევას აძლიერებს, გულის კუნთების მოქნილობას ზრდის. გულის ეფექტურად მუშაობისთვის მცენარის ყვავილები და ნაყოფი გამოგადგებათ. მინის ქილა მცენარის ყვავილებით გაავსეთ, არაყი დაასხით და 3 კვირა ბნელ ადგილას დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. 20-30 წვეთი დღეში 3-ჯერ მიიღეთ.

ისპანახი სისხლძარღვებს იცავს. ეს მცენარე სისხლძარღვებს აძლიერებს და მათ დაბერებისგან იცავს. ისპანახი მდიდარია A და C ვიტამინით, რომლებიც თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებით წარმოქმნილ არტერიულ ფოლაქებთან საბრძოლველად აუცილებელია. გარდა ამისა, ისპანახი რკინის მდიდარი წყაროა, რომელიც ჟანგბადის სისხლში გადასატანად საჭიროა. ახალი და მოთუშული ისპანახი მიირთვით, ხოლო ახალ გაწურული წვენი ჭამის წინ დალიეთ.

ვერხვის ქერქი წნევას ამცირებს. მისი მიღება როგორც ახალი, ასევე ხმელი სახით შეგიძლიათ. 2 ს/კ დაქუცმაცებულ ქერქს 2 ჭიქა წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე 20 წუთით ადუღეთ, გააგრილეთ და გადაწურეთ. 1/3 ჭიქა ნახარში დღეში 3-ჯერ ჭამის წინ, 10 დღის განმავლობაში დალიეთ. ამის შემდეგ 10 დღე შეისვენეთ. პროცედურა 2-ჯერ გაიმეორეთ.

ნიორი ქოლესტერინის საწინააღმდეგოდ. ნივრის მოქმედი ნივთიერება ალიცინი სისხლძარღვებზე დადებით გავლენას ახდენს და სისხლს ათხელებს, ამით ქოლესტერინის ფოლაქებს შლის. ნიორი შეგიძლიათ ბუნებრივი სახით ან სპეციალური კაფსულებით (აფთიაქებში იყიდება) მოიხმაროთ ან ნაყენი გააკეთოთ: 200 მლ ნივრის წვენს 200 მლ არაყი აურიეთ და ჭამამდე, დღეში 4-5-ჯერ დალიეთ. ყოველდღე დოზა 1 წვეთიდან 8 წვეთამდე გაზარდეთ, შემდეგ კი ნელ-ნელა შეამცირეთ.

მოცვი C ვიტამინით გაგამდიდრებთ. ეს კენკრა დიდი რაოდენობით C და K ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს და ტანინებს შეიცავს. მოცვი ასევე შეიცავს ციპროფიბრატს – ნივთიერება, რომელიც ქოლესტერინის დონეს ამცირებს. 1 ჭიქა ახალი მოცვი, მოცვის წვენი ან ნახარში ყოველდღიურ რაციონში (განსაკუთრებით სეზონზე) ჩართეთ. მოცვი შეგიძლიათ გაყინოთ ან გაახმოთ – ის თავის სამკურნალო თვისებებს არ დაკარგავს. ამის შემდგ ნაყენი მოამზადეთ ან ჩაი მოადუღეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი