ჰიპერგლიკემია: რა არის და როგორ ვებრძოლოთ

0
1841
Tesa Robbins on Pixabay

გლიკემური ინდექსი გვიჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად იწოვს ნახშირწყლებს ორგანიზმი: რაც უფრო მაღალია ინდექსი, მით უფრო სწრაფად ხვდება გლუკოზა სისხლში. თუ გლუკოზის დონე ნორმაზე მეტია, ჰიპერგლიკემია ვითარდება. ჰიპერგლიკემია ან სისხლში შაქრის მაღალი დონე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მათთვის, ვინც დიაბეტით დაავადებულია. მის განვითარებას სისხლში შაქრის მაღალი დონე იწვევს. შესაბამისად, საჭიროა მისი შემცირება.

ექიმები შაქრიანი დიაბეტის ოთხ ფორმას გამოყოფენ: I – ინსულინდამოკიდებული, აუტოიმუნური II – არაინსულინდამოკიდებული, III – გესტაციური (ორსულთა დიაბეტი) – IV – იდიოპათიური (მიზეზები უცნობია). სისხლში გლუკოზის დონის შემამცირებელი სამკურნალო პრეპარატების გამოყენებამდე ხალხური საშუალებები გამოცადეთ. თუმცა ხალხური მეთოდების გამოყენება მხოლოდ გესტაციური და მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს შეიძლება. დანარჩენი ორი ფორმისთვის კი მხოლოდ ექიმთან კონსულტანციის გავლის შემდეგ.

ოროვანდის ფოთლები. ეს მცენარე 40% ინულინს შეიცავს, რომელიც აძლიერებს გლიკოლიზს (ნახშირწყლების დაშლის პროცესი, რომელიც საბოლოოდ რძის მჟავად გარდაიქმნება). ის არა მხოლოდ ნახშირწყლების, არამედ ლიპიდების ცვლას არეგულირებს, ეს კი გართულებების რისკს ამცირებს. 15 მლ ოროვანდის ფესვების და ფოთლების წვენი 1 ჭიქა წყალში გააზავეთ და დღეში 3-ჯერ დალიეთ.

მწვანე ლობიო. ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ოსპი, მწვანე ბარდა, ლობიო გლიკემიაზე დადებით გავლენას ახდენს, რადგან „კარგ“ ნახშირწყლებს შეიცავს. ყოველდღე ლობიოს კერძის მიღება გლუკოზის დონეს 20-40%-ით ამცირებს. 20 გრ ჩენჩოს 1 ჭიქა წყალი დაასხით, 30 წუთით ადუღეთ. 50 მლ ნახარში დღეში 3-4-ჯერ დალიეთ.

სალბი და ჭინჭარი. ამ მცენარეებს მდიდარი მულტივიტამინური შემადგენლობა აქვთ. ბუნებრივი სასარგებლო ნივთიერებების წყალობით მისგან მომზადებული ნახარში ნივთიერებათა ცვლებს არეგულირებს და სისხლში გლუკოზის დონეს ამცირებს. სალბის ეთერზეთი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს – გულის მოქმედებას ტონუსს მატებას და არტერიულ წნევას არეგულირებს. სისხლში გლუკოზის დონის შესამცირებლად, სალბის ზეთით ინჰალაცია (5-7 წვეთი 0,5 მდუღარე წყალში) გაიკეთეთ. ჭინჭრისგან კი ასეთი ნაყენი მოამზადეთ: 1 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 10 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. 1 ს/კ დღეში 3-ჯერ დალიეთ.

ნიგვზის ფოთლები. ნიგვზის ფოთლები, უღელი და ნაჭუჭი ჰიპერგლიკემიის დროს საუკეთესო წამალია. 1 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით და 1 წუთით ადუღეთ. ამის შემდეგ დააყენეთ, სანამ წყალი არ გაგრილდება. გადაწურეთ და ეს ნაყენი დღის განმავლობაში დალიეთ. პროფილაქტიკის მიზნით ნაყენი 2-3 თვე დალიეთ.

ხახვი. ხახვის წვენი ინულინის შემცველობის წყალობით სისხლში შაქრის დონეს ამცირებს. 4-5 ხახვი დააქუცმაცეთ, 2 ლ ცივი, ანადუღარი წყალი დაასხით, 1 დღე დააყენეთ, გადაწურეთ და 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. მკურნალობის კურსი – 17 დღე. კურსი 1 წლის შემდეგ გაიმეორეთ.

ვაშლი. ღირებული ხილი, რომელიც თითქმის ყველა აუცილებელ ვიტამინს და მინერალურ ნივთიერებას, ასევე ფოლიუმის მჟავას და პექტინს შეიცავს. პექტინის წყალობით ვაშლი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს და არეგულირებს. კვირაში 1-2-ჯერ ვაშლის დღე მოიწყვეთ. ახალი ვაშლი გამომცხვარ ვაშლთან მონაცვლეობით მიიღეთ.

არყის ფოთლები. ეს მცენარე ნივთიერებათა ცვლაზე დადებით გავლენას ახდენს. სისხლში გლუკოზის დონის დასარეგულირებლად არყის ფოთლებს იღებენ. ის ბევრ სამკურნალო და საპროფილაქტიკო ფიტონაკრებში შედის. ნახარშის მომზადების რეცეპტი მარტივია: 2 ჩ/კ ფოთლებს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 30 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. 50 მლ დღეში 3-4-ჯერ დალიეთ.

არტიშოკი. თანამედროვე მეცნიერებმა და ექიმებმა არტიშოკის სამკურნალო თვისებებს უკვე დიდი ხანია ყურადღება მიაქციეს. მის ექსტრაქტზე მომზადებულ პრეპარატებს სისხლში გლუკოზის მაღალი დონის მქონე პაციენტებს ხშირად უნიშნავენ. არტიშოკი ბევრი დაავადების დროს გამაჯანსაღებელი პროგრამის ძირითად ნაწილს ხშირად წარმოადგენს. ის ქოლესტერინის, შაქრის და რძის მჟავის დონეს წარმატებით ამცირებს. წონის შემცირებას ხელს უწყობს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი