პროსტატიტი: მკურნალობის ხალხური საშუალებები

0
1534

პროსტატიტი – ესაა პროსტატის ჯირკვლის ანთება.

რკინა მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოების დამხმარე ნაწილია. შარდგამომყოფი მილი გადის პროსტატის ჯირკვალს, ამიტომ, ამ ჯირკვლის ზომაში გაზრდის დროს (რაც ანთების გამო ხდება), შარდის გადინება ირღვევა.

პროსტატიტი ინფექციის შეჭრის შედეგია. განასხვავებენ მწვანე და ქრონიკულ როსტატიტს. მწვავე ანთება თავს იჩენს სხეულის ტემპერატურის მომატებით, ახლომდებარე მონაკვეთებში წვის შეგრძნებით, შარდის ნაკადის შემცირებით, სწორი ნაწლავის ტკივილით ნაწლავების გაცარიელების დროს.

ქრონიკულ პროსტატიტს შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: წვა შარდგამომყოფ არხში, მომატებული გადაღლა, გაღიზიანებადობა, შარდის მცირე გამოყოფა. დამახასიათებელია გამწვავებისა და მოჩვენებითი გამოჯანმრთელების პერიოდების მონაცვლეობა. ყველაზე ხშირად, პროსტატიტს ნაწლავის ჩხირი იწვევს. თუმცაღა, გვხვდება სხვა გამომწვევებიც: მიკოპლაზმა, ქლამიდიოზი, ჰონოკოკები, სტაფილოკოკები და სხვ. მიკრობები ჯირკვალში სხვადასხვა ინფექციური კერიდან შეიძლება მოხვდეს (ნუშისებრი, ბრონქები და სხვ.), ასევე, შარდგამომყოფ არხში შეიძლება დაუცველი სექსის დროს შეაღწიოს.

ხალხური სამკურნალო საშუალებები

პროსტატიტის მკურნალობის ხალხური საშუალებები ექიმ-უროლოგის მიერ დანიშნული მკურნალობის მხოლოდ დამხმარე თერაპიად გამოდგება. ქვემოთ რეკომენდებული ხალხური საშუალებები უნივერსალურია პროსტატიტის სამკურნალოდ, თუმცა, იდეალში, მცენარეების კომბინაცია ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, დაავადების თვისებების მიხედვით.

5 კბილ დაქუცმაცებულ ნიორს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამით, გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 1-2-ჯერ, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი – 3-4 კვირა უნდა გაგრძელდეს.

არყის კვირტები, კრაზანასა და ორკბილას ბალახები, სვიის კვირტები, ქრისტესისხლასა და აბზინდას ბალახი, ასფურცელას ყვავილები, ფარსმანდუკის ბალახი, კულმუხოს ფესვი – თითო სუფრის კოვზი. მომზადება და გამოყენება: 2 ს.კ. ნაკრებს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, ჩაასხით თერმოსში ბალახებიანად და დააყენეთ მთელი ღამით. მიიღეთ 1/3-1/4 ჭიქა ნაყენი დღეში 3-4-ჯერ. მკურნალობის კურსი – 1.5-2 თვე. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, კურსი გაიმეორეთ.

აიღეთ თითო სუფრის კოვზი არყის კვირტები, ორკბილას ბალახი, ყვითელგულას ყვავილები, სვიის კვირტები, ქრისტესისხლას ბალახი, იორდასალამის ფესვი, ფიჭვის კვირტები, მოცვის ფოთლები. მომზადება და გამოყენება: 2 ს.კ. ნაკრებს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, ბალახიანად გადაღვარეთ თერმოსში და დააყენეთ მთელი ღამით. მიიღეთ 1/3-1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ. მკურნალობის კურსი – 1.5-2 თვე. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, კურსი გაიმეორეთ.

არყის კვირტები, მინდვრის შვიტასა და ჭინჭრის ბალახები, კოთხოჯის ფესვი, წითელი მოცვის ფოთლები, ტუხტის ფესვი და გვირილის ყვავილები აიღეთ თანაბარი რაოდენობით. 2 ს.კ. ნაკრებს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, ჩაასხით ბალახიანად თერმოსში და დააყენეთ მთელი ღამით. მიიღეთ 1/3-1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ. მკურნალობის კურსი – 1.5-2 თვე. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, კურსი გაიმეორეთ.

აიღეთ ნეგოს ყვავილები, წითელი მოცვის ფოთლები, გველის სუროს ფესვი, მატიტელას ბალახი, მუხის ქერქი, კრაზანის ბალახი, ყვითელგულას ყვავილები თანაბარი რაოდენობით. 2 ს.კ. ნაკრებს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, ჩაასხით ბალახიანად თერმოსში და დააყენეთ მთელი ღამით. მიიღეთ 1/3-1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ. მკურნალობის კურსი – 1.5-2 თვე. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, კურსი გაიმეორეთ.

თანაბარი რაოდენობით აიღეთ კულმუხოს ფესვი, ძიძოს ბალახი, ვარდისფერი როდიოლას ფესვი, კრაზანას ბალახი, ყვითელგულას ყვავილები, ძახველის ნაყოფი, მრავალძარღვას ფოთლები, თხაწართხალა. 2 ს.კ. ნაკრებს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, ჩაასხით ბალახიანად თერმოსში და დააყენეთ მთელი ღამით. მიიღეთ 1/3-1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ. მკურნალობის კურსი – 1.5-2 თვე. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, კურსი გაიმეორეთ.

თანაბარი რაოდენობით აიღეთ ჭინჭრის ფოთლები, ქაფურას ყვავილები, ანგელოზას ფესვი, ვირისტერფას ფოთლები, ღვიის ნაყოფები ან წიწვები, აბზინდას ბალახი, დათვის კენკრის ფოთლები, ძირტკბილას ფესები, სამფერა იის ბალახი, ასფურცელას ყვავილები. 2 ს.კ. ნაკრებს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, ჩაასხით ბალახიანად თერმოსში და დააყენეთ მთელი ღამით. მიიღეთ 1/3-1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ. მკურნალობის კურსი – 1.5-2 თვე. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, კურსი გაიმეორეთ.

მრავალძარღვას ფოთლები, შავბალახას ბალახი, ველური მარწყვის ფესვი, გვირილის ყვავილები, ჩვეულებრივი ცირცველის ნაყოფი, მოცვის ფოთლები, ძირტკბილას ფესვი, ფიჭვის გირჩები, გველის სუროს ფესვი, მატიტელას ბალახი აიღეთ თანაბარი რაოდენობით. 2 ს.კ. ნაკრებს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, ჩაასხით ბალახიანად თერმოსში და დააყენეთ მთელი ღამით. მიიღეთ 1/3-1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ. მკურნალობის კურსი – 1.5-2 თვე. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, კურსი გაიმეორეთ.

თანაბარი რაოდენობით აიღეთ სოფორას ნაყოფი, დათვის კენკრის ფოთლები, კოთხოჯის ფესვი, ფარსმანდუკის ბალახი, სამფერა იის ბალახი, მინდვრის შვიტას ბალახი, სვიის გირჩები, მინდვრის მარწყვის ფოთლები, ქრისტესისხლას ბალახი. 2 ს.კ. ნაკრებს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, ჩაასხით ბალახიანად თერმოსში და დააყენეთ მთელი ღამით. მიიღეთ 1/3-1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ. მკურნალობის კურსი – 1.5-2 თვე. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, კურსი გაიმეორეთ.

პროსტატიტის სამკურნალო ხალხური საშუალებები მედიკამენტოზურ და ფიზიოთერაპევტულ მეთოდებთან ერთად უნდა გამოიყონოთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი