ლიპომა ჯანსაღი ღვიძლის პირობებში არ წარმოიქმნება

675
ფოტო: OpenClipart-Vectors on Pixabay

„გთხოვთ, მირჩიეთ, თუ როგორ მოვიშორო ლიპომა ყბის მარჯვენა მხარეს ოპერაციის გარეშე. ეს დაავადება უკვე 50 წელია მაწუხებს. ლიპომა 2-ჯერ ქირურგიული ჩარევით მოვიშორე, მაგრამ კვლავ თავი იჩინა. პატივისცემით, ანატოლი პროშანოვსკი“.

წერილს ბორის სკაჩკო კლუბ „ჯანმრთელობის“ დირექტორი, ექიმი და ფიტოთერაპევტი პასუხობს.

პირველ რიგში, ლიპომა ან ცხიმგროვა ღვიძლის ფუნქციების დარღვევაზე საუბრობს. ღვიძლი ორგანიზმიდან წიდების გამოდევნას ვერ ახერხებს, რის გამოც ასეთი ცხიმოვანი გროვა წარმოიქმნება. ჩვეულებრივ, ლიპომას მოშორება ქირურგიული გზით ხდება.

როცა ცხიმგროვა კანქვეშ წარმოიქმნება, ეს კოსმეტიკური დეფექტია. ცუდია, როცა ლიპომა თავის ქალის ქვეშ, გულის აპკში და შინაგან ორგანოებში და ა.შ ჩნდება. ღვიძლის მუშაობის დარეგულირების გარეშე ლიპომასთან ბრძოლას აზრი არ აქვს. ის სხვა ადგილებში გაჩნდება.

პირველ რიგში, ადამიანმა ღვიძლის ფუნქციების აღსადგენად საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობა უნდა დაარეგულიროს. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, რომ ნაწლავებისთვის სორბენტის სახით მრავალძარღვას დაქუცმაცებული ფოთლების და თაფლის ნარევი (1:1) გამოიყენოთ. 1 ჩ/კ ნარევი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ მიიღეთ.

ღვიძლთან დაკავშირებული ნაღვლის ბუშტის მუშაობის გასაუმჯობესბელად 1 ჩ/კ გოგრის ან სელის ზეთის მიღება სასარგებლო იქნება.

უშუალოდ ღვიძლის მუშაობის დასარეგულირებლად სამკურნალო მცენარეებზე დაფუძნებული პრეპარატი „ფორმულა 1“ გამოიყენეთ. მკურნალობის კურსი – 2-3 თვე. ამ დროში ღვიძლის ფუნქციები უნდა აღდგეს, კერძოდ ორგანიზმიდან უნდა გამოიდევნოს წიდები, რომლებიც ცხიმის დაგროვას იწვევენ.

მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ შეგიძლიათ ლიპომა მოიშოროთ. ჩვეულებრივ, ლიპომა აღარ წარმოიქმნება. ამის მიუხედავად, გირჩევთ, რომ კვებას ყურადღება მიაქციოთ. ხშირად და მცირე პორციებით მიირთვით, უპირატესობა მცენარეულ და რძემჟავა საკვებს მიანიჭეთ, ღვიძლი ცხიმიანი და შემწვარი კერძებით არ გადატვირთოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს