ფსორიაზის შინაგანი და გარეგანი მკურნალობა.

0
6525

ფსორიაზი მედიცინის იმ პრობლემებს მიეკუთვნება, რომლებსაც რთულს უწოდებენ. ეს იმიტომ, რომ აღნიშნული დაავადება, როგორც წესი, გამოწვეულია ნეგატიურ ფაქტორთა კომპლექსით, უპირველეს ყოვლისა, ორგანიზმის დაბინძურებითა და ძლიერი ნერვული სტრესით.

ამიტომ, ფსორიაზი კომპლექსურად უნდა განიკურნოს. ნერვული სისტემის ნორმალიზებისთვის შეგიძლიათ ზედაპირული სუნთქვის მეთოდის გამოყენება (იგი მოგაშორებთ სტრესს, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა დონით ყოველდღე განვიცდით). დღეში რამდენჯერმე შეასრულეთ შემდეგი სავარჯიშოები: დაჯექით სწორად, გაასწორეთ ხერხემალი, მკერდის არე კი გაშალეთ, თუმცა მოადუნეთ, და დაიწყეთ ხშირი, მოკლე ჩასუნთქვებით. ამ სავარჯიშოში ყურადღება უნდა გაამახვილოთ მხოლოდ ჩასუნთქვაზე, ამოსუნთქვა კი უნებურად ხდება.

ორგანიზმის გაწმენდის მიზნით, მოიწყვეთ განტვირთვის დღეები. ეს შეგიოძლიათ ბრინჯისა და ვაშლის დიეტით გააკეთოთ. 25 გ ბრინჯი კარგად გარეცხეთ, შეგიძლიათ ღამით ჩაალბოთ, ისევ გარეცხეთ და დაასხით 1 ჭიქა წყალი, დადგით ცეცხლზე, სანამ სრულად არ მოიხარშება. გარდა ამისა, უნდა გამოაცხოთ 1-1.5 კგ ვაშლი. მიირთვით ეს კერძები დღის განმავლობაში, შეუნაცვლეთ ერთმანეთს. საკვების მიღებებს შორის უნდა დაიცვათ სამსაათიანი შესვენება.

ყოველდღიური კვებაც დიეტური უნდა იყოს. რაციონიდან გამორიცხეთ წითელი ფერის პროდუქტი, ცხარე, ცხიმიანი და შემწვარი საკვები. ძალიან სასარგებლოა თბილი წყლის დალევა: აავსეთ წყლით ჭურჭელი, შედგით საყინულეში და გაყინეთ მოცულობის 2/3. ყველა მავნე ნივთიერება გაუყინავ ნაწილში დარჩება. იგი უნდა გადაღვაროთ. ყინული კი გაალღვეთ ოთახის ტემპერატურაზე და დალიეთ, ასევე, გამოიყენეთ საკვების მოსამზადებლად. ფსორიაზს უნდა უმკურნალოდ გარედანაც. გარეგანი ზემოქმედებისთვის შეგიძლიათ სპეციალური მალამოები გამოიყენოთ.

მალამო 1: 1 ქათმის კვერცხს შეურიეთ თანაბარი რაოდენობით სოლიდოლი, დაუმატეთ 2 ჩ.კ. ბორის მჟავა, 1 ს.კ. თაფლი და 1 ჩ.კ. წვრილად დანაყული ქრისტესისხლას ბალახი.  ყველა კომპონენტი კარგად შეურიეთ. წაისვით მალამო კანის ფსორიაზით დაზიანებული მონაკვეთები.

მალამო 2: თანაბარი რაოდენობით აიღეთ ვირისტერფას, მრავალძარღვასა და კულმუხოს ფოთლები და დააქუცმაცეთ. ბატის ქონი დაადნეთ ორთქლის აბაზანაზე და დაასხით მცენარეული ნარევი ისე, რომ ქონი სრულად დაფაროს. დააყენეთ მუქ ბოთლში 40 დღით.

მალამო 3: აიღეთ მუხისა და ასკილის ტოტები, დაწვით ფერფლის მიღებამდე. თითოეული მცენარის 25-25 გ ფერფლი ჩაყარეთ ქილაში, დაუმატეთ 1 კვერცხის ცილა, 2 ჩ.კ. დაქუცმაცებული ქრისტესისხლას ბალახი, 1 ს.კ. სოლიდოლი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 15 დღით ოთახის ტემპერატურაზე. მალამო წაუსვით მარლას და დაიდეთ ფსორიაზით დაზიანებულ კანზე.

მალამო 4: 100 გ ხარისხიან კარაქს დაუმატეთ 1 ჩ.კ. ქაცვის ზეთი, ოდნავ შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე, მოურიეთ და აქციეთ ერთგვაროვან მასად. ნარევი თხლად წაისვით უშუალოდ გამონაყარზე. მკურნალობის ეფექტის გასაძლიერებლად, მალამო მარლის ტამპონს უნდა წაუსვათ და კომპრესის სახით მთელი ღამით გაიჩეროთ. გარდა ამისა, ყოველ დილით, უზმოზე, მიიღეთ 0.5 ჩ.კ. ეს საშუალება შინაგანად.

აბაზანები და კომპრესები – კიდევ ერთი ეფექტური საშუალება ფსორიაზთან საბრძოლველად. ქრისტესისხლას რამდენიმე ტოტს დაასხით 1 ლ გადადუღებული წყალი, გაგრილებული 70 გრადუსამდე, დააყენეთ 30 წუთით. ამ ნაყენით გაიკეთეთ აბაზანები ან კომპრესები შემდეგ წაისვით ქაცვის ზეთი.

აბაზანებისა და კომპრესებისთვის შეგიძლიათ ასეთი ნაყენის გამოყენებაც: თანაბარი რაოდენობით აიღეთ გულყვითელა, თეთრი სამყურა და აფთიაქის გვირილა. 4 ს.კ. ამ მასას დაასხით 1 ლ გადადუღებული, 70 გრადუსამდე გაგრილებული წყალი. ფსორიაზის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა ძროხის ხსენიც. იგი დაზიანებულ კანზე უნდა წაისვათ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი