თუ დაავადებების მოშორება და საერთო ჯანმრთელობის გაუმჯობესება გსურთ, დაიწყეთ მოქმედება ნერვული სისტემის მოწესრიგებით. სწორედ მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული მთელი ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირება. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომლებიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
გაიწმინდეთ ორგანიზმი ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით, რადგან ტოქსინები, რომლებიც ორგანიზმში გროვდება, ნერვული სისტემის მთავარი მტრებია, ისინი მუდმივად აღიზიანებს მას. სასურველია, ორგანიზმი რბილი მეთოდით გაიწმინდოთ. კერძოდ: 2 ლიტრამდე სუფთა წყლით. ასევე, დაიცავით მარხვა, უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულს საკვებს: მთლიანი მარცვლების ფაფებს, ბოსტნეულს, ხილს, მსხვილად დაფქული მარცვლების პურს. რაციონში შეზღუდეთ ხორც-პროდუქტები, თეთრი ფქვილის პროდუქტი, კონსერვები, გამორიცხეთ ძეხვეული და მაღაზიის ნაწარმი პროდუქტები.
ორგანიზმის ტოქსინებისგან სწრაფად გაწმენდის მიზნით, შეგიძლიათ შემდეგი მეთოდი გამოიყენოთ: ყოველ დილით (1 თვის განმავლობაში ან, საჭიროებისამებრ, უფრო მეტხანს) ჩაწუწნეთ 1 ს.კ. მცენარეული ზეთი თეთრი, გაუმჭვირვალე სითხის მიღებამდე, შემდეგ კი გადაანერწყვეთ, არავითარ შემთხვევაში არ ჩაყლაპოთ.
ეცადეთ, ნაწლავები ყოველდღე გააცარიელოთ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ დეფეკაციის პროცესი არ იყოს იძულებითი, არამედ რბილი. ამაში დაგეხმარებათ მცენარეული ცელულოზა, რომელსაც ხილი და ბოსტნეული შეიცავს. თუ ყაბზობა გაწუხებთ, დაამზადეთ ასეთი ნარევი: აიღეთ 300 გ კურაგა, უკურკო ქიშმიში, ლიმონი, თაფლი, ბერძნული კაკალი. ყველაფერი დააქუცმაცეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიირთვით 1 ს.კ. ჭამის წინ. ასეთი მარტივი საშუალებები გააუმჯობესებს ძილს, მოგაშორებთ “შავ” აზრებს, პესიმისტურ განწყობასა და ზოგიერთ ფსიქიკურ აშლილობასაც კი.
ყოველდღე შეასრულეთ ფიზიკური დატვირთვები (ან სპორტული თამაშები, სეირნობა, სირბილი, ცურვა და სხვ.). ბედნიერების ჰორმონები, რომლებიც კუნთების მუშაობის დროს გამოიყოფა, დადებითად იმოქმედებს ნერვული სისტემის მთავარ ორგანოზე – ტვინზე.
წყლის პროცედურები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რიტუალია (გრილი წყლით გადავლება, კონტრასტული შხაპი მთელი ტანის ან ფეხებისთვის, საუნა და ა.შ.) – იგი აძლიერებს მთელ ნერვულ სისტემას, მატებს რეზისტენტულობას სხვადასხვა ცხოვრებისეული სტრესის მიმართ.
სტრესული სიტუაციების შემთხვევაში, ეცადეთ, სწრაფად მოიშოროთ სტრესი, დამშვიდდეთ. ამაში მარტივი საშუალება დაგეხმარებათ: 1 ჩ.კ. ქვამარილი გახსენით 0.5 ლ ცივ წყალში. დაიზილეთ ამ ხსნარით მთელი სხეული, გაიჩერეთ კანზე 1-2 საათით.
თუ მომატებული აგზნებადობა გაწუხებთ, დილით მიიღეთ 1 ჩ.კ. დამამშვიდებელი საშუალება. მას ასე მოამზადებთ: 1 ს.კ. თაფლი შეურიეთ 1 ლიმონის წვენს, დაუმატეთ 18 ც ნუში, 16 გერანის დაქუცმაცებული ფოთლები, 10 მლ კატაბალახას ნაყენი, 10 მლ კუნელის ნაყენი, კარგად მოურიეთ. ეს დაეხმარება თქვენს ორგანიზმს მთელი დღით დამშვიდებაში.
თუ დაძაბული დღე გქონდათ, მიიღეთ ღამით ასეთი ნახარში: 5 გ კრაზანის ხმელ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე რძე, ხარშეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთით. იგი დაგეხმარებათ ძილში ნერვული ძალების აღდგენაში.
ნერვული დაძაბულობის დროს შეასრულეთ “თვალების ღიმილი” – დახუჭეთ თვალები და გონებრივად გაიღიმეთ თვალებით. ეს დაგეხმარებათ თვალების გარშემო დაძაბულობის მოხსნაში.
ნერვული სისტემის მუშაობის მთავარი დამხმარეა იმუნიტეტი. მიიღეთ ზომები მის გასაძლიერებლად. ამაში დაგეხმარებათ მცენარეული ჩაი, რომელიც ასე მზადდება: შეურიეთ თითო წილი ყვითელგულა (სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება), გვირილა (ანთების საწინააღმდეგო და ანტიტოქსიკური მოქმედება), კრაზანა (მძლავრი ანტიდეპრესანტი, ასევე, სხვა დადებითი ეფექტები), ფარსმანდუკი (ანთების საწინააღმდეგო მოქმედება), ასფურცელა (ანტივირუსული მოქმედება, ასევე, წმენდს ღვიძლს), ასკილი (ვიტამინების მდიდარი წყარო), 2 წილი პიტნა (ხსნის სპაზმებს). 1 ჩ.კ. ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 5-10 წუთით, დალიეთ დღეში სამჯერ, 0.5 ჭიქა. მკურნალობის კურსი – 20 დღე. ათდღიანი შესვენების შემდეგ, კურსი გაიმეოეთ.