გამოცდილი ხალხური საშუალება, რომელიც სმენის აღდგენაში დაგეხმარებათ.

2325
ფოტო: pxfuel

თუ შეამჩნევთ, რომ უფრო ცუდად გესმით, ან ახლობლები ჩივიან, რომ საუბრის დროს გამეორებას ძალიან ხშირად ითხოვთ ან ტელევიზორს ძალიან ხმამაღლა რთავთ, დროა თქვენს სმენას მიხედოთ.

სხვათა შორის, მარცხენა და მარჯვენა ყურიდან შეიძლება განსხვავებულად გესმოდეთ. ამის შემოწმება მარტივია. როცა რადიოს ან ტელევიზორს უსმენთ, ჯერ ერთი ყური დახურეთ, შემდეგ მეორე და მათი სმენადობა შეადარეთ.

სმენის გაუმჯობესებას ნივრის და ქაფურის დახმარებით შეძლებთ. დაძინებამდე 15-20 წუთით ადრე 1 კბილი ნივრის ფაფა მოამზადეთ, 3 წვეთ ქაფურის ზეთს (აფთიაქებში იყიდება) აურიეთ, ნარევი მარლის სალფეთქში გაახვიეთ და იმ ყურში ჩაიდეთ, რომლიდანაც ცუდად გესმით. იმ დრომდე გაიჩერეთ, სანამ წვას არ იგრძნობთ. ამის შემდეგ მარლა ამოიღეთ. პროცედურა ყოველ საღამოს 10-15 დღე გაიმეორეთ. ასეთი მკურნალობა სმენის აღდგენაში დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს