
თუ რაიმე გარემოების გამო სტომატოლოგთან დროულად მიმართვას ვერ ახერხებთ, კბილების „დაბჟენა“ სახლის პირობებში გაიკეთეთ.
ამისთვის ორი ნაყენი დაგჭირდებათ:
- კოთხუჯის ნაყენი: 0,5 ჭიქა ფესვებს 0,5 ლ 40% არაყი დაასხით, 1-2 კვირა დააყენეთ;
- პროპოლისის ნაყენი: 10-20 გრ წვრილად გახეხილ პროპოლისს 0,5 ლ არაყი დაასხით, 1-2 კვირა დააყენეთ.
ნაყენები ერთდროულად გამოიყენეთ: 1 ს/კ კოთხუჯის ნაყენი და 1 ჩ/კ პროპოლისის ნაყენი აურიეთ და პირში დაიგუბეთ. 1-3 წუთით პირში გამოივლეთ, შემდეგ კი გადმოაფურთხეთ.
პროცედურა ან ტკივილის დროს, ან ძილის წინ ჩაიტარეთ. ტკივილი 1-3 დღეში გაქრება. მკურნალობის კურსი – დაახლოებით 1 თვე.
ეს ნაყენები მტკივნეული კბილის ღრმა წერტილებში კოთხუჯის და პროპოლისის ალკაროიდების შეღწევას უზრუნველყოფენ. კოთხუჯი ფესვებს აუტკივარებს, ხოლო პროპოლისი ყველა მიკრობზარს ავსებს.