10 საიდუმლო ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს.

310
ფოტო: OpenClipart-Vectors on Pixabay

მეცნიერები ახალი აღმოჩენებით და ჯანმრთელობის მხარდამჭერი რეკომენდაციებით მუდმივად გვაოცებენ. აი, მთავარი წესები, რომლებიც ექიმების აზრით ყველა ქალმა უნდა დაიცვას.

1. სისუფთავის სიყვარულში ნუ გადააჭარბებთ.

ბრიტანელი ექიმების კვლევების თანახმად, ქალები, რომლებიც საპნის ნაცვლად სპეციალურ ანტიბაქტერიულ საშუალებას იყენებენ, უფრო ხშირად ავადდებიან. მხოლოდ გარეგანი გამოყენების შემთხვევაშიც კი ძლიერმა ანტისეპტიკურმა საშუალებამ შეიძლება სხეულის ბუნებრივი ბაქტერიული ბალანსი დაარღვიოს – უფრო სუსტი, მაგრამ სასარგებლო ბაქტერიები შეიძლება განადგურდეს, ხოლო ძლიერი პათოგენები, პირიქით, გადარჩეს და გამრავლება დაიწყოს.

2. კონტრაცეპტივები გამოიყენეთ

ბევრი გინეკოლოგი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ პერორალური კონტრაცეფცია, ანუ აბების გამოყენება – არასასურველი ორსულობისგან დასაცავად ყველაზე საიმედო საშუალებაა. ახლახანს მეცნიერებმა დაამტკიცეს: ამ საშუალებების მიღებით ქალის ჯანმრთელობა ძლიერდება, კონკრეტულად: საკვერცხეების სიმსივნის ალბათობა 20%-ით მცირდება.

3. შავი ჩაი დალიეთ

ფიქრობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე სასარგებლოა მწვანე ჩაი? ამერიკელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კბილის ნადებზე გაჩენილ ბაქტერიებს გამრავლების საშუალებას სწორედ შავი ჩაი არ აძლევს. უფრო მეტიც, ის გულს იცავს. მკვლევარების მონაცემებით, პირის ღრუს ბაქტერიული დაინფიცირება სისხლძარღვების მიკროთრომბს იწვევს, რამაც მომავალში შეიძლება ინფარქტი გამოიწვიოს. შავ ჩაიში შემავალი ნივთიერება ამ პროცესს აფერხებს.

4. ფოლიუმის მჟავის მიღება არ დაგავიწყდეთ

ფოლიუმის მჟავა 6 აუცილებელ ქალურ ნივთიერებებს შორის შედის. შეგახსენებთ: ორსულობის დროს ამ ელემენტის დეფიციტი ბავშვის თანდაყოლილი დეფექტის ერთ-ერთ მიზეზად ითვლება. მჟავის მარაგი ბადურის ასაკობრივ დისტროფიას აფერხებს – ხანდაზმული ასაკის ქალებში სიბრმავის ყველაზე გავრცელებული მიზეზი. თუ ფოლიუმის მჟავას B6 და B12 ვიტამინებთან ერთად მიიღებთ, დაავადების რისკი 41%-ით შემცირდება.

5. არ დაიკლოთ

ახლახანს დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა „მილიონი ქალის კვლევამ“ აჩვენა: 18,5-ზე დაბალი სხეულის მასის მქონე ქალებს უფრო ხშირად აწუხებთ ჩასახვის პრობლემები და ოსტეოპოროზისკენ უფრო მიდრეკილნი არიან. საკუთარი სხეულის მასის ინდექსი არ იცით? მისი გამოთვლა მარტივია. სხეულის წონა კილოგრამებში გაყავით კვადრატში აღებულ თქვენს სიმაღლეზე მეტრებში. მაგალითად: 70 (კგ) / 1,7*1,7 = 24,2 თუ სხეულის მასა 25-ზე მეტია, თქვენს რაციონს უნდა გადახედოთ და რაღაცის მიღება შეზღუდოთ.

6. ჰორმონების გეშინოდეთ

მენოპაუზის შემდეგ ქალის ორგანიზმში ჰორმონების რაოდენობა მკვეთრად მცირდება, რაც ხშირად ისეთი დაავადებების განვითარებას იწვევს, როგორიცაა ოსტეოპოროზი, წყლული, ნაწლავების სიმსივნე და სხვა გულ-სისხლძარღვთა დარღვევა. სწორედ ამიტომ, ბევრი ექიმი თავის პაციენტებს ჰორმონალურ თერაპიას ურჩევს. ამის მიუხედავად, მკვლევარები თვლიან, რომ ზოგიერთი ჰორმონის კომბინაცია (მაგალითად, ესტროგენი და პროგესტორენი) თქვენს ჯანმრთელობას აზიანებს. სწორედ ასეთი „კოქტეილი“ სარძევე ჯირკვლების სიმსივნის და საკვერცხეების კიბოს განვითარებას ხელს უწყობს.

7. მზე შეიყვარეთ

ქალის უნაყოფობის ყველაზე მეტად გავრცელებულ მიზეზად საკვერცხეების პოლიკისტოზს და ოვულაციის ხელისშემშლელ სხვა მდგომარეობას მიიჩნევენ. ქალების უმეტესობას ასეთი პრობლემების დროს D ვიტამინის დეფიციტი აწუხებს. იელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ D ვიტამინით მკურნალობის კურსი პოლიკისტოზის განვითარების რისკს 93-99%-ით ამცირებს. თუმცა ამ ვიტამინის მთავარ წყაროდ მზის სინათლე ითვლება. თუ კანის სიმსივნე გაშინებთ, გარუჯვა აუცილებელი არაა – უბრალოდ გაისეირნეთ და მზეზე ყოველდღე 20 წუთი გაატარეთ.

8. ბანანი მიირთვით

ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო საზოგადოების მონაცემებით, საშუალო ასაკის ყოველი მეოთხე ქალი დეპრესიით ან სხვა აშლილობით იტანჯება. ერთ-ერთი მიზეზი – ამინომჟავა ტრიპტფანის დეფიციტია, რომლის ერთადერთ წყაროს საკვები წარმოადგენს. კერძოდ – ინდაურის ხორცი, ყველი, ბანანი და ქლიავი.

9. ჰანტელები აიღეთ

სტატისტიკის მიხედვით, ქალების დაახლოებით 70%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ზურგის და წელის ტკივილი აწუხებს. ამ პრობლემის გადაჭრას რეგულარული ძალოვანი ვარჯიშებით, კორპუსის კუნთების გაძლიერებით, კერძოდ ჰანტელების აწევით შეძლებთ.

10. ნაწლავების მუშაობას ყურადღება მიაქციეთ

ჩვეულებრივი მუცლის შებერილობა შეიძლება საკვერცხეების სიმსივნის სიმპტომი იყოს, რომელმაც დიაგნოზის დასმამდე შეიძლება საჭმლის მომნელებელ ტრაქტამდე მიღწევა მოასწროს. სწორედ ამიტომ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო პრობლემებს ყურადღება უნდა მიაქციოთ. რეგულარული მუცლის შებერილობა ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების 86%-ს აღენიშნება. გარდა ამისა, მუცელში მუდმივი დისკომფორტი ე.წ. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომზე მიგითითებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს