კბილები უნაკლოდ თეთრი რომ იყოს

347
ფოტო: Authority Dental

რომელი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ, კბილებიდან “მწეველის” ნადების მოსაშორებლად? პატივისცემით, ა.ზ.

წერილს პასუხობს უკრაინის ა.ა. ბოგომოლცის სახელობის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპევტული სტომატოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის მეცნირებათა დოქტორი, ანატოლი ბორისენკო.

სწორედ ამისთვის არსრბობს მათეთრებელი პასტები. მათ იყენებენ კბილის მინანქრის არამყარი პიგმენტების მოსაშორებლად. კბილების ბუნებრივი ფერი ასეთი იქნება სიბერემდე, თუ მას არ “გააძლიერებთ” საკვების პიგმენტებით (არარეგულარული წმენდის დროს), მოწევით, კბილის კარიოზული დაზიანებით. თუმცა, ქათქათა ღიმილს მხოლოდ პასტებით ვერ მიიღებთ. თუმცა, საჭიროა ასეთი ღიმილი?

კბილების მოყვითალო ფერი ნორმაა და სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ კბილები დაავადებული ან სუსტია. ამიტომ, “ჰოლივუდის ეფექტისადმი” მისწრაფება საჭირო არაა. კბილების ქიმიური მათეთრებლები იმედს უფრო გაგიცრუებთ, ვიდრე ღიმილის საბაბს მოგცემთ. ამ პროცედურისთვის გამოიყენება წყალბადის ზეჟანგისა (30%-მდე კონცენტრაციით) და მჟავების (ჟანგბადის უფრო ღრმად შეღწევისთვის) ნაზავი.

ეს მასა შლის კბილის მინანქრის ზედაპირსა და მასზე არსებულ პიგმენტებს, ჩამორეცხავს მათ, თუმცა ფორებში, რომლებიც ამის მერე გაჩნდება, პიგმენტები უფრო სწრაფად აღწევს, ვიდრე მანამდე, და 3-5 თვეში გათეთრება ხელახლა გახდება საჭირო. ამრიგად, 5 წელიწადში მინანქრის ზედაპირი სრულად განადგურდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს