„კომპიუტერული ტომოგრაფიით დამიდგინეს დიაგნოზი: თირკმლების პარაცერვიკალური კისტები, ორმხრივი ნეფროპტოზი და მარჯვენა თირკმელზედა მიელომა. რა გავაკეთო? პატივისცემით, პენსიონერი მარია მაზური“.
წერილს ექიმი ფიტოთერაპევტი ვიაჩესლავ ვარნავსკი პასუხობს.
პარაცერვიკალური კისტები დიდ (ქირურგიულ) ზომებს, ანუ 4-5 სმ დიამეტრზე უფრო მეტს იშვიათად აღწევს. თუ არ გაწუხებთ, ოპერაციით მისი მოშორება არ ღირს, მით უმეტეს კისტები შეიძლება თავისით გაიწოვოს.
რაც შეეხება ნეფროპტოზს – თირკმლების პროლაფსი, როგორც ჩანს, ეს უკვე ქრონიკული დაავადებაა. ჩვეულებრივ, თირკმლის ამოწევა ქირურგიული მეთოდით ხდება. თირკმლის მცირე დაწევის შემთხვევაში უბრალოდ დიეტა დაიცავით, ზედმეტად ცხიმიან და ცხარე საკვებს მოერიდეთ, ასევე ყაბზობას. გარდა ამისა, ქალისთვის სიმძიმის აწევა არ შეიძლება, მუშაობის დროს პერიოდულად სკამზე დამჯდარმა უნდა დაისვენოთ, უკეთესი იქნება თუ დაწვებით, ზურგის ქვეშ კი ბალიშს, ხოლო ფეხების ქვეშ მუთაქას დაიდებთ.
მიელოლიპომა – მსხვილი, მკაფიოდ განსაზღვრული კვანძია, რომელიც ჩვეულებრივ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. ამ მომენტისთვის ოპერაციის საჭიროებას ვერ ვხედავ. სამკურნალოდ ოროვანდი გამოიყენეთ, მაგრამ სპეციალური მეთოდით მომზადებული.
სჯობს ოროვანდის მრგვალი ფოთლების მიღებით დაიწყოთ. 800 მლ წვენს 200 მლ არაყი დაუმატეთ, აურიეთ და მაცივარში 1 კვირით შეინახეთ, ეს მომზადებული პორცია მთელი 1 კურსის ჩასატარებლად გეყოფათ. 1 ს/კ საშუალება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ და ნახევარი ჭიქა წყალი დააყოლეთ. საშუალება ეფექტურია, თუმცა ეს მხოლოდ მკურნალობის კურსის ნახევარია.
კურსის დასრულების შემდეგ მკურნალობა უნდა გააგრძელოთ. ამისთვის ახალგაზრდა ოროვანდის ფესვები გამოიყენეთ. ოროვანდი სხვადასხვა ადგილას განსხვავებულად იზრდება. სხვადასხვა სეზონზე ახალგაზრდა ფოთლებს იპოვით. ამაზე წინასწარ უნდა იფიქროთ. ფოთლები გარეცხეთ და მაცივარში შეინახეთ. ეს წვენი 3 დღე გამოსაყენებლად ვარგისია. მკაცრად სქემის მიხედვით დალიეთ, ერთი დღეც არ გამოტოვოთ: 1-ელ და მე-2 დღეს – 1 ჩ/კ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 45 წუთით ადრე; მე-3 და მე-4 დღეს – 1 ჩ/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 45 წუთით ადრე. შემდეგ დღეებში 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 45 წუთით ადრე. სულ 0,5 ასეთი წვენი უნდა დალიოთ.
რეკომენდებულია, რომ ოროვანდით მკურნალობა ერთ, შემდეგ სხვა სამკურნალო მცენარეების ნაკრებს შეუთავსოთ.
პირველი ნაკრების მისაღებად თანაბარი პროპორციით შემდეგი ბალახები აიღეთ: შვიტა, გულყვითელა, თავსისხლა, დათვის კენკრა, მრავალძარღვა და დეზურა. 1 ს/კ დაქუცმაცებულ ბალახს 300 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 3 საათი დააყენეთ, გადაწურეთ და 2 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 3-4 თვე.
მეორე ნაკრებისთვის თანაბარი პროპორციით აიღეთ ასკილის ნაყოფი, ბაბუაწვერას ფესვი, ვარდკაჭაჭა, კრაზანა და ბირკავა. 1 ს/კ ნარევს 300 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 5 წუთით სუსტ ცეცხლზე ადუღეთ, 2 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 2 ს/კ ნარევი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 3-4 თვე.
მკურნალობის დროს მწვანე ჩაის ან რძიანი ჩაის დალევა რეკომენდებულია. 1 ჩ/კ მწვანე ჩაის ფოთლებს ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 5 წუთით დააყენეთ. ამ დროში რძე აადუღეთ. ჩაი მეორე ჭიქაში გადაიტანეთ და ზემოდან რძე დაასხით. ჩაი თაფლთან ერთად დილით, უზმოზე ჭამამდე 20 წუთით ადრე და საღამოს, ძილის წინ დალიეთ.
მიელოლიპომის დროს ოპერაციის თავიდან აცილებაში ბევრს მზიურა და ფშნის ეკალი ეხმარება. რეცეპტი მზიურათი: 3 ლიტრიან ქილაში 30 გრ დაქუცმაცებულ მზიურას ფესვებს, 2 ს/კ შაქარი და 1 ს/კ საფუარი დაუმატეთ და ბოლომდე მდუღარე წყლით აავსეთ. ქილას დაახურეთ და 2 დღე დააყენეთ. 0,5 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ. ყველაფერი დალიეთ, შემდეგ 20 დღე შეისვენეთ, შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.
ამავდროულად ფშნის ეკლის ნაყენი მიიღეთ. რეცეპტი: 3 ს/კ ხმელ ფშნის ეკლის ფესვებს, 4 ს/კ სელის თესლი, 5 ს/კ არყის ფოთლები აურიეთ. 3 ს/კ ნარევს თერმოსში 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 3 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ 1 თვე დალიეთ. სამ კვირიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ. 2 თვის შემდეგ ექოსკოპია გადაიღეთ და გასაგები გახდება, ეფექტი გაქვთ თუ არა.