როგორ დავეხმაროთ კომპიუტერთან მუშაობით გადაღლილ თვალებს.

345
ფოტო: StartupStockPhotos on Pixabay

დაღლილობა, სტრესი, გარემოს დაბინძურება, ორგანიზმში ვიტამინების, კერძოდ კი A ვიტამინის უკმარისობა, ხანგრძლივი მუშაობა კომპიუტერთან არამხოლოდ ასუსტებს მხედველობას, არამედ თვალების სხვადასხვა დაავადებას იწვევს. როგორც წესი, მათი პირველი სიმპტომია გაწითლებული ქუთუთოები, თვალების გაღიზიანება და ცრემლდენა.

მსგავსი სიმპტომები ახასიათებს დაღლილობასაც. თუმცა, თუ თვალების გაღიზიანება, სიწითლე ან ანთება აღგენიშნებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს. იგი განსაზღვრავს მსგავსი სიმპტომების გაჩენის მიზეზს.

თვალების დაღლილობის მოხსნაში ეფექტურად დაგეხმარებათ თვითმასაჟი: დაიზილეთ კისერი, ამოძრავეთ შუბლის კანი ზემოთ-ქვემოთ, შუა თითების ბალიშებით წრიული მოძრაობებით, წარბების მიმართულებით დაიზილეთ კანი თვალის გარშემო.

ამ სიმპტომებისა და მათი მიზეზების მოშორებაში დაგეხმარებათ ბუნებრივი საშუალებებიც:

  • მრავალძარღვა: მცენარე გამოიყენება ქუთუთოების ანთებისა (ბლეფარიტი, კონიუქტივიტი) და თვალის რქოვანას ჭრილობების სამკურნალოდ. 1 ჭიქა მდუღარე წყალში მოხარშეთ 1 ჩ.კ. მრავალძარღვას ხმელი ბალახი, 2-3 წუთში ნახარში გადაწურეთ და დაიდეთ თვალებზე ამ სითხით გაჟღენთილი ტამპონები. თვალის დაავადებების პროფილაქტიკისა და მხედველობის გაუმჯობესებისთვის, რეკომენდებულია მრავალძარღვას ნაყენის მიღება: დაასხით დაქუცმაცებულ ფოთლებს არაყი ან სპირტი (1:10), დააყენეთ 1 თვით და გადაწურეთ. მიიღეთ ნაყენი დღეში 2-3-ჯერ, 20-25 წვეთი.
  • სტაფილო: მხედველობის ორგანოს სრულყოფილი მუშაობისთვის საჭიროა ცხიმხსნადი ვიტამინი A. მას დიდი რაოდენობით შეიცავს სტაფილო, თუმცა ბოსტნეული არაჟანთან ან კარაქთან ერთად უნდა მიირთვათ, უკეთ ათვისებისთვის. თვალების ჯანმრთელობასა და მხედველობის მდგომარეობაზე კარგ გავლენას ახდენს კაროტინოიდ ლუპგეინი, რომელსაც სტაფილო შეიცავს. მას შეუძლია თვალში შეღწევის, მისთვის დამღუპველი ულტრაიისფერის შთანთქმის, უჯრედების სიმთელისა და მხედველობის სიმახვილის შენარჩუნების უნარი. მშრალი თვალების სინდრომის დროს, ყოველდღე, 2 თვის მანძილზე მიირთვით 2 ჭიქა ნედლი სტაფილოს წვენი.
  • გვირილა: ამ მცენარის ნაყენი გამოიყენება თვალებისა და ქუთუთოების ანთების დროს, სიწითლისა და დაღლილობის მოსახსნელად: 6 ს.კ. გვირილის ხმელ ყვავილებს დაასხით მინანქრის ჭურჭელში 500 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დადგით 15 წუთით წყლის მდუღარე აბაზანაზე. გააგრილეთ, გადაწურეთ, მდუღარე წყლით 500 მლ-მდე აიყვანეთ და, სასიამოვნო ტემპერატურაზე გაგრილების შემდეგ, გამოივლეთ თვალები.
  • ან უფრო მარტივი რეცეპტი: 2-3 ს.კ. გვირილის ხმელ ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით და გადაწურეთ.
  • მოცვი: კენკრა კარგად კურნავს და ინარჩუნებს თვალების ჯანმრთელობას, აუმჯობესებს მხედველობას, იცავს თვალებს დაღლილობისა და გაღიზიანებისგან, აჩქარებს ბადურის განახლებას, აუმჯობესებს ადაპტაციას სიბნელეში, აძლიერებს თვალის ბროლის კაპილარებს. როგორც საერთოგამაძლიერებელი საშუალება მხედველობის ორგანოს პროფილაქტიკისთვის, აგრეთვე, თუ თვალების დაავადების სიმპტომები გაქვთ, ასეთი რეცეპტი გაითვალისწინეთ: საღამოს დაასხით ცივი წყალი 1 ს.კ. გამოშრობილ კენკრას ისე, რომ წყალი 2 სმ-თი აღემატებოდეს მის დონეს. დილით მიირთვით ეს “წამალი” უზმოზე. სხვათა შორის, გაყინულ მოცვსაც იგივე თვისებები აქვს.
  • ასკილი: ასკორბინის მჟავის მაღალი შემცველობის წყალობით, მცენარე ეფექტურად ებრძვის თვალების დაავადებას, რომელსაც წვრილი სისხლჩაქცევები ახლავს. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია ნედლი კენკრის მირთმევა ნებისმიერი რაოდენობით, ან მისგან ჩაის მომზადება: 1 ს.კ. დაქუცმაცებულ კენკრას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ თერმოსში მთელი ღამით და გადაწურეთ. მიიღეთ 1/4-1/2 ჭიქა წამალი დღეში 3-4-ჯერ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს