რა მოვამზადოთ გაყინული ალუბლით და 1 ჭიქა კეფირით

290
ფოტო: pngimg & PxHere

თითოეულ დიასახლისს თავისი საყვარელი კერძი აქვს: სწორედ ის, რომელიც ოჯახის წევრების აღფრთოვანებას იწვევს და სუფრიდან წამში ქრება, მაგრამ ამასთან სწრაფად და მარტივად მზადდება. ჩემთვის ესაა ნამცხვარი ალუბლით.

აქ კი მნიშვნელობა არ აქვს, ალუბალი ახალია თუ გაყინული, რადგან სეზონის და ამინდის მიუხედავად ნამცხვარი ნამდვილი ზაფხულის შეგრძნებას მოგანიჭებთ.

რა შეიძლება იყოს ნაზ, ტკბილ ცომსა და არომატულ ალუბალზე უკეთესი! ალუბლის მსუბუქი სიმჟავე და ოდნავ მომწარო წახემსება ტკბილ, ფუმფულა ცომს კარგად ეთავსება. ამასთან დესერტის მომზადება რთული არაა და სურვილის შემთხვევაში ნახევარ საათში გამოაცხობთ.

ღუმელში გამომცხვარი ნამცხვარი ალუბლით

ფოტო: torange

„პაპარაცი“ გთავაზობთ კეფირზე მომზადებულ შესანიშნავ ნამცხვარს ალუბლით. თბილ ამინდში შეგიძლიათ ახალი კენკრა, ხოლო ზამთარში კონსერვირებული ან გაყინული გამოიყენოთ!

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა კეფირი
  • 200 გრ ალუბალი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1,5 ჩ/კ ცომის გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ/კ კარაქი
  • შაქრის ფხვნილი (სურვილის მიხედვით)

მომზადების წესი:

  1. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ.
  2. ეს ნამცხვარი შეგიძლიათ როგორც ახალი, ასევე გაყინული ალუბლით მოამზადოთ. ახალი კენკრა კარგად გარეცხეთ და კურკები მოაშორეთ, შემდეგ საწურზე მოათავსეთ, რომ წვენი დაიწუროს.
  3. გაყინული ალუბალი გაალღვეთ და წვენი ასევე მოაშორეთ.
  4. კომფორტულ ჭურჭელში შაქარი და კვერცხი მოათავსეთ. პატარა ბუშტუკების წარმოქმნამდე ათქვიფეთ.
  5. ქაფიან, ერთგვაროვან მასას კეფირი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  6. ახლა მასას გამაფხვიერებელი და ფქვილი დაუმატეთ. რეცეპტში 1 ჭიქაა მითითებული, რაც 130 გრამია. თუმცა ფქვილი ყველგან განსხვავდება, ხოლო თუ კვერცხის ზომას და კეფირის სისქეს გაითვალისწინებთ, ძალიან თხევადი მასის მისაღებად შეიძლება ცოტა მეტი ფქვილი დაგჭირდეთ.
  7. ცომი კოვზს ძნელად უნდა შორდებოდეს, ანუ ისეთი უნდა იყოს, როგორც ოლადების ცომი.
  8. საცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით, ხოლო ნამცხვარი ფსკერს რომ არ მიეკვრას, შეგიძლიათ პერგამენტის ქაღალდი დააფინოთ. მე 18 სმ დიამეტრის საცხობ ფორმას ვიყენებ, რომელშიც ნამცხვრის სიმაღლე დაახლოებით 7 სმ გამოდის. ცომი ფორმაში ჩაასხით.
  9. ზემოდან წრეზე ალუბალი დაუმატეთ და მომავალი ნამცხვარი ღუმელში შედეთ. ნახევარი საათით ან 45 წუთით აცხვეთ. მზაობა ასანთის ღერით შეამოწმეთ (ღვეზელში ჩაარჭეთ, თუ მშრალი ამოვა, გამოდის მზადაა).
  10. მზა ნამცხვარს ღია ღუმელში გაგრილება აცადეთ. გაგრილებულ ნამცხვარს შაქრიანი ფხვნილი ან ყავა მოაყარეთ იმის მიხედვით, თუ რა გიყვართ.

ეს ტკბილეული საღამოს ჭიქა ყავასთან ან ჩაისთან ერთად წვეულებისთვის იდეალურია.

ამ ნამცხვრის პლიუსი იმაში მდგომარეობს, რომ უბრალო ინგრედიენტებით და მოკლე დროში მზადდება. კენკრის სეზონი ახლოვდება, ასე რომ, ეს შესანიშნავი რეცეპტი ჩაინიშნეთ. სხვათა შორის, ალუბლის შიგთავსი შეგიძლიათ ჟოლოს, გარგარის, მოცვის და სხვა ხილით ჩაანაცვლოთ.

ეს შესანიშნავი რეცეპტი მეგობრებს, ნათესავებს და ნაცნობებს გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს