რატომ უნდა ჩადოთ ნიორი ყვავილების ქოთანში

0
18001

ნიორი სანელებელია, რომელიც ბევრ კერძს შესანიშნავად ეთავსება. გარდა ამისა, ნივრის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველამ იცის. როგორც აღმოჩნდა, ნიორი არა მხოლოდ ადამიანის, არამედ მცენარის მდგომარეობაზეც დადებით გავლენას ახდენს.

სწორედ ამიტომ „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ნიორი ოთახის მცენარეების გასაჯანსაღებლად.

რატომ უნდა ჩადოთ ნიორი ყვავილების ქოთანში

გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, თუ როგორ გაუკეთონ დეზინფექცია ნიადაგს ნივრის დახმარებით. უმეტესობა მათგანი ამ მეთოდს იყენებს, რადგან ნიორი ნიადაგიდან ყველა პათოგენს შესანიშნავად აქრობს და ამით მცენარისთვის უფრო უსაფრთხო პირობებს ქმნის.

ამ მიზეზით მებაღეები და უბრალოდ ფლორის მოყვარულები პერიოდულად ნიორს მიწაში დებენ პროფილაქტიკის მიზნით და პარაზიტების მოსაშორებლად. ასევე შეგიძლიათ ოთახის მცენარის „მეზობლად“ დარგოთ, რომელიც ნიადაგში ბაქტერიების, ვირუსების და სოკოს საწინააღმდეგო ნივთიერებას გამოყოფს.

ახლა 2 მოქმედ მეთოდს გთავაზობთ, თუ როგორ დაიცვათ ოთახის მცენარეები მავნებლებისგან ნივრის დახმარებით.

  1. ეს ყველაზე მარტივი მეთოდია. 1 კბილი ნიორი აიღეთ, მრგვალ ფირფიტებად დაჭერით და ნიადაგში 1-2 სმ სიღრმეზე ჩარგეთ. ნიორი ქოთანში 1 კვირით გააჩერეთ.ამ პერიოდში მცენარეზე ჩვეული მეთოდით იზრუნეთ. 7 დღის შემდეგ ნივრის ფირფიტა აუცილებლად ამოიღეთ, რომ ლპობა არ დაიწყოს და ობის წყარო არ გახდეს.
  2.  მეორე მეთოდის მიხედვით ნივრის ნაყენი მოამზადეთ. ამისთვის 1 კბილი ნიორი დააქუცმაცეთ და მიღებულ ფაფას 1 ლ წყალი აურიეთ. ამის შემდეგ მიღებული სითხით მცენარე მორწყეთ.

ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდები ოთახის მცენარეების დასაცავად გამოიყენეთ. ასე ყვავილები თავს უკეთ იგრძნობს და გარეგნული მხარით ყოველთვის გაგახარებთ!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი