როგორ გამოვიყენოთ პლასტმასის სათლები

0
3942

მაიონეზის, საღებავის, ლაქის სათლები შეგვიძლია გადავყაროთ, ან გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ – დავამზადოთ უსარგებლო პლასტმასის ჭურჭლისგან ყვავილის მოსახერხებელი და ლამაზი ქოთნები.

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ 3 იდეას ამ ხელსაქმისთვის.

რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო სასიამოვნო, ვიდრე ქოთნის საკუთარი ხელებით დამზადება, მასში საყვარელი მწვანე მეგობრის ჩარგვა და ცქერა, თუ როგორ იზრდება და მზისკენ მიისწრაფვის იგი.

ყვავილის ქოთნების დამზადება

ძველი ჩვრები, მაქმანები, თაბაშირი, ცოტაოდენი ფანტაზია და მაიონეზის სათლს ეკონომიურ და უჩვეულო კაშპოდ აქცევთ.

ვარიანტი 1

დაგჭირდებათ

  • პლასტმასის სათლი
  • ტრიკოტაჟის ჩვარი
  • თაბაშირი
  • ზუმფრის ქაღალდი
  • ძველი მაქმანები
  • პვა-წებო
  • აკრილის საღებავი
  • რამდენიმე მძივი
  • ფუნჯი

პროცესი

  1. გახეხეთ სათლი ზუმფრის ქაღალდი – ასე საღებავი მასზე უკეთ გაჩერდება.
  2. მოჭერით 7-8 სმ სიგანის ჩვარი, დაასველეთ თაბაშირში და დააწებეთ სათლის ზედა ნაწილზე.
  3. დაასველეთ მაქმანი პვა-წებოთი და დააწებეთ სათლზე.
  4. შეღებეთ ქოთანი აკრილის საღებავით.
  5. ზემოდან დაფარეთ ლაქით და დააწებეთ რამდენიმე მძივი.
  6. ყვავილის ქოთანი პლასტმასის სათლისგან მზადაა.

ვარიანტი 2

დაგჭირდებათ

  • პლასტმასის სათლი
  • პვა-წებო
  • რამდენიმე მეტრი სქელი ძაფი
  • სპრეი-ლაქი

პროცესი

  1. მოჭერით სათლს ზედა სარტყელი.
  2. პვა-წებოთი დააწებეთ ძაფი ჭურჭელს.
  3. თავიდან გააკეთეთ რამდენიმე წრე ერთი ფერის ძაფით, შემდეგ სხვა ფერებიც გამოიყენეთ.
  4. დაამზადეთ ძაფისგან ყვავილი და მორთეთ ქოთანი.
  5. დაფარეთ უნივერსალური სპრეი-ლაქით.
  6. ყვავილის ქოთანი მზადაა.

ვარიანტი 3

დაგჭირდებათ

  • პლასტმასის სათლი
  • პვა-წებო
  • მარლა
  • კანაფის თოკი
  • წებოს პისტოლეტი
  • სხვადასხვა ღილი
  • აკრილის საღებავი
  • ლაქი

პროცესი

  1. მოჭერით სათლს ზედა სარტყელი. შემოახვიეთ მას მარლა და დააწებეთ, გააჩერეთ 2-3 საათით.
  2. შემოახვიეთ სათლის ზედა ნაწილს თოკი.
  3. წებოს პისტოლეტის გამოყენებით, დაამაგრეთ თოკი სათლზე, სასურველი ფორმებით.
  4. დააწებეთ რამდენიმე, სხვადასხვა ზომის ღილი ჭურჭელზე.
  5. შეღებეთ ყველაფერი მუქი საღებავით, დაუმატეთ ცოტაოდენი თეთრი ფერიც.
  6. წაუსვით აკრილის საღებავი. ქოთანი მზადაა.

ახლა უკვე იცით, როგორ გამოიყენოთ უსარგებლო პლასტმასის სათლი ყოფაცხოვრებაში. არ დაგავიწყდეთ ქოთნებში წყლის გასაწოვი ხვრელების გაკეთებაც.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი