„გთხოვთ, მომწერეთ სპეციალისტის რჩევები, თუ როგორ დავეხმარო ჩემს შვილიშვილს. გოგონა 9,5 წლისაა. ზაფხულში გამოკვლევის დროს მას სისხლში ინსულინის გაზრდილი დონე აღმოუჩინეს. შვილიშვილს ჭარბი წონა აქვს და ბევრ წყალს სვამს. პატივისცემით, ელენა“.
წერილს კლუბ „ჯანმრთელობის“ დირექტორი, ექიმი და ფიტოთერაპევტი ბორის სკაჩკო პასუხობს:
ბავშვის სისხლში ინსულინის ჭარბი დონე შეიძლება შაქრის მაღალ დონეზე კუჭქვეშა ჯირკვლის რეფლექსური რეაქცია იყოს. ჩვეულებრივ, ჭარბი წონა, რომელიც, ძირითადად, გოგოებში გვხვდება, ცხიმოვანი ჰეპატოზის განვითარებას იწვევს, როცა ღვიძლის უჯრედებს ცხიმი ანაცვლებს.
ასეთი სიტუაცია იქმნება: ბავშვმა ჭამა, შაქარი სისხლში მოხვდა, კუჭქვეშა ჯირკვალმა ინსულინი აწარმოა, რომელიც ღვიძლის უჯრედებში უნდა მოხვდეს, აქ კი ცხიმის გამო ადგილი არაა. ცხიმით გავსებული ღვიძლი, როგორც სასარგებლო ნივთიერებების შემადგენლობა არ მუშაობს. ინსულინი სისხლთან ერთად მთელ ორგანიზმს გადის და კვლავ კუჭქვეშა ჯირკვალში ბრუნდება. აქედან სისხლში ინსულინის მეორე პორცია ხვდება, რომელსაც ღვიძლში მოხვედრა ასევე არ შეუძლია. ამრიგად ინსულინის დონე იზრდება. ერთგვარი ჩაკეტილი წრე იქმნება.
პირველ რიგში, გოგონას ღვიძლის ფუნქციები უნდა აღადგინოთ და გააქტიუროთ, შემდეგ წონა შეამციროთ, რაც, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ერთდროულად ხდება.
როგორც კი ღვიძლის მუშაობა დარეგულირდება, მისი უჯრედები აღდგება და ცხიმოვანი დაგროვება გაქრება. ღვიძლი კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ წარმოებულ ინსულინს მიიღებს და ცხიმს არ დააგროვებს.
ღვიძლის აღსადგენად შეგიძლიათ ბუნებრივი საშუალებები გამოიყენოთ, კერძოდ, ზეთები. მაგალითად სელის ზეთი. ასევე ფიტოპრეპარატი „ფორმულა 1“.
სწორი კვება, დღეში 5-7-ჯერ მცირე პორციებით ჭამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამასთან დღის პირველი ორი საკვები ცილოვანი უნდა იყოს (ხორცი, თევზი, ფრინველი). ზეთი მიირთვით ჩაის კოვზის ოდენობით.