სკიპიდრის მალამო და თავის მასაჟი ათეროსკლეროზის და ინსულტის საწინააღმდეგოდ.

1064

სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ინსულტის (ტვინში სისხლდენა) შემთხვევები იზრდება. ის უნარების შეზღუდვის და ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება არა მხოლოდ ხანდაზმულებში, არამედ ახალგაზრდებში. ინსულტის, როგორც სხვა მძიმე დაავადების, პროფილაქტიკა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე მის შედეგებთან ბრძოლა. ამ თვალსაზრისით, ინსულტის გამომწვევი მიზეზები და დაავადების საპროფილაქტიკოდ მკურნალის, მანუალური თერაპევტის და ქიროპრაქტიკოსის, ალექსი ფილიმონოვის მეთოდები საინტერესოა.

ინსულტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავის ქალას ძვლების არასწორი პოზიციაა. ბავშვში სამშობიარო ტრავმა ან უბრალოდ ძვლების გადაადგილება ნელი მოქმედების ბომბია. სწორედ ამიტომ, 10-11 თვის ასაკში გამოცდილ ქიროპრაქტიკოსთან ეს დიაგნოზი შეამოწმეთ, რადგან 1 წლის ასაკში შეიძლება შეუქცევადი ცვლილებები დაიწყოს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების დარღვევას გამოიწვევს.

7 წლის და უფრო მეტი ასაკის ბავშვებისთვის თავის მასაჟს გთავაზობთ: ერთი ხელი კეფის არეში, მეორე შუბლზე და მასაჟური მოძრაობით თავზე კანი ამოძრავეთ. სიბრტყე შეცვალეთ: ხელები ყურებთან და კანის მოძრაობა აღადგინეთ. გირჩევთ, რომ ასეთ მასაჟს თითოეულ სიბრტყეზე დღეში 2-3-ჯერ, 5 წუთი დაუთმოთ. კანის მოძრაობის აღსადგენად ბირკავას ზეთი გამოიყენეთ. მასაჟის წინ თავის კანზე ბირკავას ზეთი წაისვით.

თავის ქალის ძვლებმა მკაცრად განსაზღვრული მდგომარეობა უნდა დაიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტვინის ნახევარსფეროები სწორად განვითარებას ვერ შეძლებენ.

თავის ტვინის შერყევა შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ. ამისთვის უხეში თასმები აიღეთ, რომელსაც სიგრძის დაგრძელების უნარი არ აქვთ და შემდეგნაირად შემოიხვიეთ: წარბების ზემოთ, ყურის ნიჟარის ზემოთ და კეფის არეში. ამის შემდეგ შემდეგი ნიშნულები გააკეთეთ: წარბებს შორის შუა წერტილი, ყურის ნიჟარის ზედა წერტილი საფეთქლის მხრიდან და კეფის არეში შუა წერტილი. სიზუსტე 1 მმ-ით უნდა დაიცვათ. თასმა ფრთხილად მოიხსენით და შუბლის და კეფის არეში მონიშნულ წერტილებს დაადეთ და დაჭიმეთ. თუ ყურის ნიჟარებს შორის ნიშნები არ ემთხვევა, თავის ტვინის შერყევა გვერდით სიბრტყეში გაქვთ. თასმა შუბლის ნაწილში დაიდეთ, ორივე ნახევარი თანაბრად გაჭიმეთ. ყურის ნიჟარის ის ნიშნული, რომელიც ზემოთ იქნება, გიჩვენებთ, თუ რომელ მხარეს უნდა გააქნიოთ თავი ძლიერ (2-ჯერ). თუ მარცხენა მხარეს ზემოთა, მარცხენა მხარეს შეარყიეთ. ხშირად თავის ტვინის შერყევა ჰორიზონტალურ სიბრტყეზე ხდება. ასეთი შერყევა თავის ტვინის წინ მკვეთრი მოძრაობით (2-ჯერ) აღმოიფხვრება. ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ხერხემლის კისრის ნაწილში სისხლძარღვები არ მოიჭეჭყოს. ამისთვის, თავი მარჯვნივ-მარცხნივ ხელის დახმარებით ატრიალეთ: ერთი ხელით ნიკაპი ქვემოთ ძლიერ დაიჭირეთ, მეორე კეფაზე მჭიროდ დაიდეთ. ამის შემდეგ ჯერ ერთ მხარეს, შემდეგ მეორე მხარეს მკვეთრი მოძრაობა შეასრულეთ.

შემდეგი საპროფილაქტიკო ზომაა სისხლძარღვებში ათეროსკლეროზის ფოლაქების წარმოქმნის და ლიმფური სითხის დაგუბების თავიდან აცილება. ამისთვის ალექსმა სკიპიდრის მალამო შეიმუშავა და გამოიყენა. მალამოს შემადგენლობა ასეთია: სკიპიდარი, ნიშადურის სპირტი, სელის ზეთი და წყალი თანაბარი პროპორციით. მალამო შემდეგი სქემით გამოიყენეთ:

  • 1-ელი დღე: თავზე ერთ ზოლში შუბლიდან კეფამდე 2 სმ სისქის მალამოს 2 საათით წაისვით. ამასთან არტერიული წნევა გააკონტროლეთ.
  • მე-2 დღე. მალამო თავზე ჯვარედინად წაისვით: შუბლიდან კეფამდე და ერთი ყურიდან მეორე ყურამდე. 2 საათით გაიჩერეთ.
  • მე-3 დღე. მალამო თავის თმიან ნაწილზე მთლიანად წაისვით და 3 საათით გაიჩერეთ. ზემოდან ცელოფანი და პირსახოცი დაიფარეთ.

პროცედურა კიდევ 3 დღე გააგრძელეთ. არტერიული წნევა მუდმივად აკონტროლეთ. ამის შემდეგ იმავე სქემით თავზე სელის ზეთი წაისვით.

შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტია ნაწლავების, ღვიძლის და კუჭის გაწმენდა. ნაწლავების გასაწმენდად მუცლის არეში სკიპიდრის მალამო წაისვით და ჭიპის ირგვლივ მასაჟური მოძრაობით, საათის ისრის მიმართულებით ნაწლავების მოძრაობა გაააქტიურეთ. პროცედურა დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში ჩაიტარეთ.

ღვიძლის გასაწმენდად უზმოზე 1 ჭიქა შემთბარი მინერალური წყალი დალიეთ. შემდეგ ღვიძლის მიდამოში სკიპიდრის მალამოს კომპრესი გაიკეთეთ, სათბური დაიდეთ და 1 საათით გაიჩერეთ. პროცედურა 3-5 დღე გაიმეორეთ.

კუჭის გასაწმენდად ამ ორგანოს მიდამოში სკიპიდრის მალამოს კომპრესი 15 წუთით გაიკეთეთ. კომპრესის დღეში ერთხელ გაკეთება საკმარისია. რეკომენდებულია, რომ ჭამამდე 30 წუთით ადრე მწარე აბზინდას ნაყენი დალიოთ. უზმოზე 2 აბი აქტივირებული ნახშირი მიიღეთ (ნელ-ნელა ნახშირის აბების დოზა 6-მდე გაზარდეთ). 1 კვირა დალიეთ. წმენდის დაწყებისას მოსალოდნელია ყაბზობა, რომლის მოხსნას ბალახების ნაყენის (სააფთიაქო გვირილა, გულყვითელა, სალბი) ოყნით მარტივად შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს