ზედმეტად ცხიმიანი თმა მაქვს, თითქოს ზეთი მისვიაო. თავის დაბანა ყოველდღე მიხდება. რატომ? როგორ გავიშრო თმა? მირჩიეთ, გთხოვთ. პატივისცემით, ლ.გ.
წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლუბოვ დუდჩენკო.
ხშირად, ქავილითა და ცვენით თანხლებული თმის ცხიმიანობისა და გაუფერულების მიზეზი ნერვული დაძაბულობაა, ამიტომ მკითხველს ვურჩევ, ყურადღება მიაქციოს თავის ფსიქოემოციურ მდგომარეობას და, აუცილებლობისამებრ, შეასწოროს იგი, დამამშვიდებელი საშუალებების მიღებით.
აგრეთვე, თმა შეიძლება ცხიმიანი მაშინ გახდეს, როცა ორგანიზმი სებორეაზე რეაგირებს. ამ შემთხვევაში, აუცილებელია თავის კანის მკურნალობა, მისი დამცავი ფუნქციის გააქტიურება. მაგალითად, ეფექტურია თავის დაბანა ყოველ მეხუთე დღეს თბილი წყლითა და ჩვეულებრივი საპნით (ყავისფერი, სარეცხი საპონი). ამის შემდეგ, ღია თმების გადავლება კარგია მზესუმზირის ან გვირილის ყვავილის ფურცლების ნახარშით: 2 ს.კ. ნედლეული ხარშეთ 5 წუთით 1 ლ წყალში. გააგრილეთ და გადაწურეთ.
თმის ჭარბ ცხიმიანობას უშველის მუხის ქერქის ნახარშიც: 3 ს.კ. ნედლეულს დაასხით 1 ლ წყალი და ხარშეთ 15 წუთით. გადაწურული და გაგრილებული ნახარში გამოიყენეთ თავის დასაბანად. დაიბანეთ თავი ასე ყოველ მესამე დღეს, რამდენიმე კვირის განმავლობაში.
არომათერაპიის არსენალში, ჭარბცხიმიანი თმების საწინააღმდეგოდ, მოიპოვება ეთერზეთები, რომლებითაც უნდა გაამდიდროთ შამპუნები, ბალზამები, კვერცხის გული.
10 გ (1 ს.კ.) საშუალებას დაუმატეთ 3-4 წვეთი გრეიფრუტის, ამდენივე ბერგამოტისა და 2-3 წვეთი ლიმონის ეთერზეთი. ან 3 წვეთი კედრის ზეთი და 3 – როზმარინის.
გადავლებისთვის, 0.5 ლ გადადუღებულ, ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებულ წყალს დაუმატეთ 6 წვეთი ბერგამოტის, ან 5 წვეთი გრეიფრუტის, ან 4 ლიმონის, ან 5 ბეგქონდრის, ან 3 როზმარინის, ან 3 წვეთი მელისას ზეთი. შეგიძლიათ, ისინი ერთმანეთს შეუნაცვლოთ.
აგრეთვე, შეგიძლიათ ზეთების ნარევი წაუსვათ სავარცხელს და დაივარცხნოთ თმა. როგორც სატრანსპორტო (ბაზა), აიღეთ კრაზანას ზეთი. 1 ჩ.კ. სატრანპორტო ზეთს შეურიეთ 7-8 წვეთი ბერგამოტის, 5-7 გრეიფრუტის, 6-7 ბეგქონდრის, 4-5 – როზმარინის ზეთი. შეურიეთ და დაივარცხნეთ თმა, გაიჩერეთ დაბანამდე 30-40 წუთით.