რა იწვევს მუხლის დაზიანებას

0
395
ფოტო: Angelo Esslinger on Pixabay

მუხლები მყესების, იოგების, ხრტილების და კუნთების რთული სისტემაა, რომელიც დედამიწასა და სხეულს შორის მთავარ სახსარს წარმოადგენს. სხვა სახსრებთან შედარებით მუხლებზე უფრო მეტი დატვირთვა მოდის, სწორედ ამიტომ მათზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია.

მუხლის სახსრების დაავადება არა მხოლოდ სპორტსმენებს, არამედ იმ ადამიანებსაც აწუხებთ, ვისი ცხოვრებაც მძიმე ფიზიკურ შრომას უკავშირდება. მუხლის მოხრა სახსრების ელემენტების მონაწილეობით ძალიან რთული პროცესია. სახსრების მოძრაობასა და სტაბილურობას შორის იდეალური ბალანსის დასაცავად მუხლები არა მხოლოდ უნდა მოხაროთ, არამედ წინ და უკან  ამოძრაოთ. ასეთი რთული სისტემა ყოველდღე უნდა მუშაობდეს. დაზიანების შემდეგ სახსრების ჩანთაში დეგენერაციული პროცესები ან ართროზი იწყება. ამ დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა არსებობს ეფექტური საშუალებები, რომლებიც ართროზის დროს მუხლის სახსრების ტკივილს შეგიმსუბუქებთ.

რამ შეიძლება გამოიწვიოს მუხლის დაზიანება და ართროზი?

არასწორი ტექნიკით სირბილი ან ველოსიპედის ტარება. „მორბენალის მუხლი“ (მუხლის დაზიანება, როცა მუხლისთავის ხახუნი იზრდება) ხშირად ქალებში გვხვდება. ხრტილოვანი ქსოვილი რბილდება და მოქნილობას კარგავს. „მორბენალის მუხლის“ მიზეზი არა თავად სირბილის პროცესი, არამედ არასწორი ტექნიკაა. დაავადება გემუქრებათ იმ შემთხვევაში, თუ დახრილ ზედაპირზე ხშირად და ბევრს ირბენთ და ტერფებს შიგნით მოხრით. „მორბენალი მუხლი“ მწვავე ტკივილებს იწვევს, რომელთა შემცირებას გამახურებელი მალამოების და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენებით შეძლებთ. თუმცა სირბილი ნახევარი წლით უნდა დაივიწყოთ.

ადამიანის ფიზიოლოგიის თვალსაზრისით, ველოსიპედისტის მუხლი ხანგრძლივ და არაბუნებრივ დატვირთვას განიცდის. თუ ეს გავლენა მუხლებზე ხანგრძლივი დროით არ ხდება და მას დიდი ხნით დასვენება მოსდევს, პრობლემები არ შეგექმნებათ. აი, დაბალი კადენსით (ბრუნვის სიჩქარე) მაღალ მამოძრავებელზე სიარული მუხლის პირველი მტერია. მეორე პრობლემაა საჭის არასწორი მიმართულება და ჯდომის არასწორი პოზა.  ველოსიპედი დაარეგულირეთ, სანამ მის ტარებას გადაწყვეტთ.

სიმსუქნე. ყოველი ზედმეტი 500 გრ სახსრებს 2,5 კგ-ით უფრო მეტად ტვირთავს. ზედმეტი 5 კგ მუხლებისთვის და დასვენების გარეშე მომუშავისთვის ნამდვილი გამოცდააა. მდგომარეობის შემსუბუქებას წონაში დაკლებით შეძლებთ. ასევე, ჭარბი წონა ოსტეოართრიტით გემუქრებათ, როცა სახსრების ხრტილოვანი საფარი სუსტდება. სიმსუქნე გართულებებს იძლევა, თუ უკვე მსუბუქი ფორმის ართრიტი გაქვთ. ექიმების მონაცემებით, ჭარბი წონის მქონე ხალხის 2/3 ნაწილს მუხლების ოსტეოართრიტი აწუხებს. ამ დაავადების დროს ფიზიკური ვარჯიში გარკვეული შეზღუდვებით უნდა შეასრულოთ. თქვენ მხოლოდ ისეთი ვარჯიშები გამოგადგებათ, რომლის შესრულების დროსაც მუხლების ძლიერი დატვირთვა არ ხდება.

გაუწყლოება. თუ არასაკმარისი რაოდენობის წყალს სვამთ, სახსრების ჩანთა ნაკლებ სინვიალურ სითხეს გამოყოფს, რომელიც ძვლების ხახუნის თავიდან ასაცილებლად ბუნებრივ საპოხ ცხიმს წარმოადგენს. სახსრებიდან წყალი გამოდის მანამ, სანამ ორგანიზმი წყურვილს იგრძნობს. აქ მხოლოდ ერთი რჩევა გვაქვს: შესაძლებლობის მიხედვით ხშირად დალიეთ.

ჭარბი ფიზიკური დატვირთვა. ფიზიკური ვარჯიშის ინტენსივობის მოულოდნელი მატება ან მათი ხანგრძლივობის ზრდა „გარანტირებულ“ ტრავმებს მოგიტანთ. ამ შემთხვევაში მყესების ანთება და მუხლისთავების ტკივილი ხშირად ხდება. თუ ტრავმის გამომწვევი მოძრაობა განმეორდება, ადამიანი უბრალოდ გადაიტვირთება. ეს კი მინიმუმ 3 თვით „ნორმალური ცხოვრებიდან ამოვარდნას“ გულისხმობს. მუხლზე ჭარბი დატვირთვის თავიდან ასაცილებლად დასვენების და მუშაობის რეჟიმი დაიცავით. ამისთვის მძიმე და მსუბუქი ვარჯიშები მონაცვლეობით შეასრულეთ.

მუხლის კუნთების უგულებელყოფა. თუ კუნთები, რომლებიც მუხლისთავებს, საზარდულს და ბარძაყებს იკავებენ, ძლიერია, ეს ფეხზე დადგომის დროს კარგ ბალანსს შექმნის და სახსრებზე დატვირთვის ნაწილს გააქრობს. სპორტული ექიმები აღნიშნავენ, რომ ოთხთავა კუნთების და მუხლისთავების მყესების ვარჯიში მუცლის ირიბ კუნთებთან, ზურგის ქვედა კუნთებთან და ბარძაყების ზედა ნაწილთან ერთად აუცილებელია.

მსუბუქი ტანსაცმელი ცივ სეზონზე. თავი სიცივეში, ფეხები კი სითბოში იქონიეთ. ეს გამონათქვამი ამ შემთხვევაში იდეალურია: მუხლი ისევე შეიძლება გაცივდეს, როგორც ნებისმიერი სხვა სახსარი. სახსრების ჩანთის გაციების შემდეგ წარმოქმნილი ანთება თავს დიდხანს შეგახსენებთ. სწორედ ამიტომ, ცივ ამინდში მკვრივი ქსოვილის ტანსაცმელი უნდა ატაროთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი