საუნა სასარგებლოა ცელულიტის მოშორებისთვის

0
289
ფოტო: KSchlott on Pixabay and Kendra Goering on flickr / edited by paparazzi.ge

გთხოვთ, მომცეთ რჩევები ფეხებზე ცელულიტთან დაკავშირებით. გამიგია, რომ მისი გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს სისხლის ცუდი მიმოქცევა (ხელებზე და ფეხებზე თითები ხშირად მეყინება). 30 წლის ვარ, ცხოვრების მჯდომარე წესს ვეწევი, კვირაში ორჯერ დავრბივარ. თქვენი მკითხველი, ე.ფ.

წერილს პასუხობს ფიზიკური რეაბილიტაციის სპეციალისტი, ანდრეი დარნოპიხი:

ცელულიტის მიზეზად ითვლება ნივთიერებათა მიმოცვლის დარღვევა კანქვეშა ფენაში, და ზოგადად ორგანიზმში.

მის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელსაც მიეკუთვნება: სწორი კვება (ფასტფუდსა და ნახევარფაბრიკატებზე უარის თქმა და ნატურალური პროდუქტისთვის უპირატესობის მინიჭება, კერძების საკუთარი ხელით მომზადება), მუშაობისა და დასვენების სწორი რეჟიმმი, მათ შორის, ნერვული გადატვირთვების მაქსიმალური შემცირება, ძილის ნორმალიზება, მოძრაობითი აქტივობის ნორმალიზება (მისი უკმარისობის დროს – რეგულარული ფიზიკური სავარჯიშოებით კომპენსაცია).

რეკომენცებულია მასაჟი სპეციალური საშუალებების გამოყენებით (ლიმფოდრენაჟური, ანტიცელულიტური), საუნა ცოცხით და სხვა პროცედურები.

ლიმფოდრენაჟული მასაჟი დაგეხმარებათ ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნაში შეკავების ადგილებიდან, განსაკუთრებით ფეხებში, გააუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, შეამცირებს სითხის შეკავებას სამომავლოდ, ხელს შეუშლის ახალი ცელულიტის წარმოქმნას (და არამხოლოდ – ცელულიტი მისი გარეგანი გამოვლინებაა).

ანტიცელულიტური მასაჟი, სპეციალური კრემების გამოყენებით, შეამცირებს ცელულიტის გარეგან გამოვლინებებს. სხვათა შორის, კვირაში ორჯერ სირბილი პანაცეა არაა, და ვერც ყოველდღიური სირბილი ვერ დაგეხმარებათ, თუ არა სიამოვნებისთვის, არამედ ცელულიტის მოსაშორებლად დარბიხართ. უფრო სწორი იქნება ცხოვრების წესის გადახედვა და სტრესის შემცირება, ფსიქოლოგიურად უფრო კომფორტული ცხოვრების მოწყობა. აქ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი