როგორ ვუმკურნალოთ გასტროდუოდენიტს.

0
1214
ფოტო: myupchar.com/en on wikipedia/ edited by paparazzi.ge

ერთხელ უკვე გამომადგა ბორის სკაჩკოს რჩევები სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ახლა გთხოვთ, მირჩიოთ გასტროდუოდენიტის სამკურნალო საშუალებები. პატივისცემით, ტ.ი.

წერილს პასუხობს კლუბ “ჯანმრთელობა”-ს დირექტორი, ფიტოთერაპევტი, ბორის სკაჩკო:

გასტროდუოდენიტი – საკვების მომნელებელი ტრაქტის საწყისი დანაყოფის ანთებაა. მკურნალობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვების რიტმი: დღეში 4-5-ჯერ, მცირე ულუფებად მიირთვით, რათა საკვებს სრულად გადამუშავების საშუალება მისცეთ და არ გააღიზიანოთ ტრაქტის ლორწოვანი გარსი მოუნელებელი საკვების ნაწილაკებით.

გარდა ამისა, საკვები უნდა იყოს თბილი, მოხარშული ან დაორთქლილი. რაციონიდან უნდა ამოიღოთ უმი ხილ-ბოსტნეული და კენკრა. ამასთან, ხშირად მიირთვით სხვადასხვა ფაფა, თუმცა არასასურველია სიმინდისა და ფეტვის ფაფების მიღება, არ შეიძლება უხეში ცელულოზისა (ქატოს) და შარდმდენი სასმელების (ჩაი, ყავა) მირთმევა.

მიირთვით სამკურნალო მცენარეების, მაგალითად, გვირილის, პიტნის, თავშავას ნაყენები და კისელი. არასასურველია რძემჟავას პროდუქტები, ხოლო რძის მოხმარება შეიძლება მცირე ულუფებად.

არ მიირთვათ ბულიონი, ჩაანაცვლეთ ისინი დახეხილი წვნიანებით. ამ შემთხვევაში, ეფექტურია ჭაობის კოთხოჯის ნახარშისა და ბერულას ნაყენის მიღება.

ბერულას ნაყენი: 1 ს.კ. ნედლეულს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ მთელი ღამით. გადაწურეთ. დალიეთ 1/4 ჭიქა ჭამის წინ. 1 ჩ.კ. ფესვს დაასხით 300 მლ წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთით. გადაწურეთ. დალიეთ 20-30 მლ ჭამამდე 10-15 წუთით. თუ ადამიანს ყაბზობა ხშირად აწუხებს, მიირთვას გაგრილებული ნაყენი, ხოლო თუ ფაღარათი – ჯერ კიდევ თბილი სითხე უნდა მიიღოს.

შვების შეგრძნების შემდეგ, თანდათან გააფართოვეთ რაციონი, შეიტანეთ გემრიელი საკვები, რომელიც კუჭის წვენის გამოყოფასა და საკვების ნორმალურ მონელებას უწყობს ხელს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი