ანტისეპტიკური საშუალება ექიმის გამოცდილი რეცეპტით

0
8569
ფოტო: needpix

ხელების სისუფთავე ჯანმრთელობის წინაპირობაა. ასე ითვლებოდა ყოველთვის, დღეს კი კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ამ მარტივი ჭეშმარიტების სისწორეში. სისუფთავის შენარჩუნება ყველაზე მარტივია, თუ ხელებს საპნით დაიბანთ, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, სადეზინფექციო საშუალებების გარეშე ვერაფერს გახდებით.

თუმცა, დღეისათვის ხარისხიანი ანტისეპტიკური საშუალების პოვნა მარტივი არაა. ამიტომ ჩვენი რედაქცია გასწავლით ხელის სანიტაიზერის დამზადებას საშინაო პირობებში, ექიმ კომაროვსკის რეცეპტით.

გამოცდილი პედიატრი ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიურად მიმართავს მოსახლეობას, რათა ადამიანებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ კარანტინის დროს.

როგორ დავამზადოთ ხელის სანიტაიზერი

“სადეზინფექციო საშუალება სჭირდება ყველას, თუმცა, შეძენილი ანტისეპტიკის შესაძლებლობები ნამდვილად სადავოა. ესე იგი, უმჯობესია, იგი დამოუკიდებლად მოამზადოთ.” – ამბობს ექიმი ევგენი კომაროვსკი.

ინგრედიენტები

  • 240 მლ სამედიცინო სპირტი
  • 15 მლ წყალბადის ზეჟანგი (3%)
  • 5 მლ სამედიცინო გლიცერინი
  • 60 მლ წყალი

მომზადება

  1.  სპირტი ჩაასხით კოლბაში. მნიშვნელოვანია, რომ მოცულობა ზუსტი იყოს, ამიტომ გამოიყენეთ საზომი ჭიქა ან დგუში. თუმცა, ექიმის თქმით, 5 მლ-ით მეტი სპირტი საფრთხეს არ წარმოადგენს.
  2. ახლა დაუმატეთ სპირტს ზეჟანგი. ყველაზე უფრო მოსახერხებელია სითხის დგუშით გაზომვა.
  3. დაუმატეთ სამედიცინო გლიცერინიც.
  4. დაუმატეთ კოლბას წყალი და კარგად მოურიეთ. საშუალება მზადაა!

-“ერთადერთი კომპონენტი, რომელიც ამ რეცეპტში სახიფათოა – სპირტია. მთავარია, იგი ყალბი არ იყოს. თუ ყველაფერი რიგზეა, სპირტომეტრის გამოყენებით ნახავთ, რომ ჩვენს სანიტაიზერში სპირტის შემცველობა 75%-ს შეადგენს.” – აღნიშნავს კომაროვსკი.

ამასთან, კომაროვსკი დარწმუნებულია, რომ 65% და მეტი სპირტის შემცველობის საშუალება ეფექტურია ბაქტერიების წინააღმდეგ. იგი ყველაზე უფრო შესაფერისია დეზინფექციისთვის.

როგორც ხედავთ, ხელის სანიტაიზერის დამზადებაში რთული არაფერია, თუ შინ საჭირო ინგრედიენტები გაქვთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი