თხუთმეტი რჩევა რომელიც გამოცდილ მებაღესაც შეიძლება გამოადგეს.

0
9159

გაზაფხული სულ უფრო მყარად იკიდებს ფეხს დედამიწაზე. ჩემი ფანჯრის მიღმა ყველაფერი მწვანდება, ყვავის და სასიამოვნო არომატს აფრქვევს. ეს იმას ნიშნავს, რომ დადგა აგარაკების, ბაღებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დრო.

დღეს ჩვენმა რედაქციამ მოგიმზადათ რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ ბაღის მოვლაში, დიდი ფულისა და ძალისხმევის გარეშე. მიჰყევით ამ რეკომენდაციებს და თქვენს ბაღში იბზუებენ ფუტკრები, იჭიკჭიკებენ ჩიტები და იბაასებენ ადამიანები.

როგორ მოვაწყოთ ბაღი

  1. გამოყავით სპეციალური კასრი წვიმის წყლის დასაგროვებლად და მორწყეთ ამ მარაგით მცენარეები.
  2. თავიდან მოიშორეთ სარეველები არატოქსიკური საშუალებით, რომლის შემადგენლობაში 4 ლ ძმარი, 250 გ სუფრის მარილი და 1 ს.კ. ჭურჭლის სარეცხი საშუალებაა. შეაშხეფეთ ხსნარი სარეველებს ცხელ დღეს.
  3.  გამოიყენეთ კვერცხის ნაჭუჭი თესლის ამოსაცენებლად და ნიადაგის გასანოყიერებლად (მოაყარეთ დაფშვნილი ნაჭუჭი მთელ ნაკვეთს).
  4.  ქოთანში ტენის შესანარჩუნებლად, გამოიყენეთ საფენები: ჩააფინეთ იგი ცარიელი ქოთნის ფსკერზე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაყარეთ საყვავილეში მიწა.
  5.  მავნე ცხოველებს, მაგალითად, ციყვებს, არ უყვართ საპნის სუნი. საპნის ხსნარით, აგრეთვე, თავიდან აიცილებთ ბუგრების შემოტევასაც.
  6. გამოყენებული ჩაის პაკეტები ნიადაგს მკვებავი ნივთიერებებით გააჯერებს.
  7. ციტრუსის ცედრა ბუგრებსა და კოღოებს ებრძვის.
  8. მცენარეს თუ ყავის ნალექს მოაყრით, მას კურდღლებისა და ციყვებისგან დაიცავთ. გარდა ამისა, ნალექი დამატებით კვებავს ნერგებს.
  9. ცხოველებისგან ბაღს პლასტმასის ჩანგლებითაც დაიცავთ – ჩაარჭეთ ისინი ნერგების გარშემო.
  10. ნერგებისთვის ცალკეულ სათბურებს პლასტმასის დიდი ბოცებით გააკეთებთ: გაჭერით ისინი ორ ნაწილად და დააფარეთ ნერგებს.
  11. მონიშნეთ მცენარეები ლამაზი ქვებით: მათზე აკრილის საღებავებით დაწერეთ მცენარის სახელები.
  12.  მოაყარეთ ნაკვეთს მწარე ან ინგლისური მარილი. ეს მცენარეებს ყვავილობას აიძულებს.
  13.  თუ ვარდის ღეროებს კარტოფილში ჩაარჭობთ, ფესვებს გამოიღებს და ნერგად იქცევა.
  14. აივანზე პატარა ბაღს ხის ყუთშიც მოაწყობთ.
  15. მცენარეს რომ წყალი მუდმივად ჰქონდეს, ნიადაგში გვერდით ჩადეთ დახვრეტილი პლასტმასის ბოთლი ისე, რომ ყელი უჩანდეს, და მასში წყალი ჩაასხით ხოლმე.

ამ რჩევებით, თქვენი ბაღი საუკეთესო გახდება. მეზობლები აუცილებლად გკითხავენ საიდუმლოს, ამიტომ ახლავე გაუზიარეთ ეს სტატია მეგობრებსა და ახლობლებს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი