ჩემს ხუთი წლის ქალიშვილს ახველებს. ამოსახველებელ საშუალებას ვაძლევ, თუმცა ხველა არ მცირდება. რატომ? პატივისცემით, დ.კ.
წერილს პასუხობს კლუბ “ჯანმრთელობა”-ს დირექტორი, ექიმი-ფიტოთერაპევტი ბორის სკაჩკო.
თუ ბავშვს ახველებს და სისველეს ვერ იღებს, რა თქმა უნდა, ამოსახველებელი საშუალება ვერ დაეხმარება. ჯერ მუკოლიტიკები უნდა მისცეთ, რომლებიც სისველეს ათხელებს. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიმართოთ ამოსახველებელ საშუალებას მის ამოსაღებად.
კერძოდ, სისველეს კარგად ათხელებს ტუხტის ფესვის ნახარში და სელის თესლის ნაყენი.
ტუხტის ფესვის ნახარში: 1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 200 მლ წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 5-7 წუთით. დააყენეთ გაგრილებამდე. დალიეთ 30-50 მლ საკვების მიღებებს შორის, დღეში 5-6-ჯერ.
სელის თესლის ნაყენი: 1 ს.კ. თესლს დაასხით 200 მლ ცივი წყალი. 1 საათის განმავლობაში, პერიოდულად შეანჯღრიეთ. დალიეთ 20-30 მლ დღის განმავლობაში.
ამ პრეპარატების მიღება უნდა შეწყვიტოთ დაძინებამდე 2 საათით ადრე, რათა ღამით სისველის გამოდევნა არ გამოიწვიოთ.