ცხოვრების სწრაფი რიტმი ზედმეტად ტვირთავს ჩვენს ქვედა კიდურებს. ხანგრძლივი სიარული, აგრეთვე, მჯდომარე და უძრავი მდგომარეობა ფეხებში იწვევს ვენოზური სისხლისა და ლიმფის დინების გაუარესებას, ამიტომ ჩნდება დაღლილობა, სიმძიმის შეგრძნება, შეშუპება.
თუ ამ უსიამოვნო მოვლენებს ყურადღებას არ მიაქცევთ, მომავალში სერიოზული დაავადებებისთვის მსუყე ნიადაგს მოამზადებთ.
როგორ მოვიქცეთ, თუ ფეხები დაგვეღალა და ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები გაჩნდა? აი, რამდენიმე მარტივი წესი, რომელთა შესრულებაც თქვენი ფეხების ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ:
- თუ დიდხანს ჯდომა მოგიხდებათ, ყოველ 1 საათში შეისვენეთ 5-7 წუთით. ასეთი დასვენების დროს, ადექით, გაიარეთ, რამდენიმე ნაბიჯი გააკეთეთ ერთსა და იმავე ადგილას. შეგიძლიათ 5-6-ჯერ ჩაჯდეთ და წინ გადაიხაროთ. ეს სავარჯიშოები აღადგენს სისხლის მიმოქცევას.
- თუ დიდხანს იარეთ და ფეხები დაგეღალათ, დაჯექით სავარძელში და დადეთ ფეხები რამე მაღალზე – მაგალითად, სკამზე. ეს ვენოზური სისხლისა და ლიმფის დინებას გააუმჯობესებს, 15 წუთში კი შეგიძლიათ საქმეს დაუბრუნდეთ.
- საღამოობით დაიზილეთ ფეხები ხელებით, თითქოს ეფერებით, ქვემოდან ზემოთ, 8-10 წუთით. შემდეგ წაისვით კოსმეტიკური კრემი.
- დიდი დატვირთვებისა და შეშუპების დროს, ძალიან დაგეხმარებათ კონტრასტული შხაპი: ფეხები მუხლებამდე დაისველეთ ცივი წყლით, შემდეგ ცხელით (40 გრადუსი), და ასე ჩაანაცვლეთ ცხელი და ცივი წყლები 5-8 წუთის განმავლობაში. დაასრულეთ პროცედურა ცივი წყლით. ცხელი და ცივი წყლების კონტრასტი აძლიერებს სისხლძარღვებსა და კაპილარებს, შესაბამისად, აუმჯობესებს სისხლძარღვებისა და კუნთების სისხლით მიწოდებასა და კვებას.
- გახსოვდეთ: მაღალ ქუსლებზე ხანგრძლივი სიატული აძლიერებს დატვირთვას საყრდენ-მამოძრავებელ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ამიტომ, თუ წინ მძიმე დღე გელით, შეარჩიეთ მოსახერხებელი ფეხსაცმელი დაბალ ქუსლებზე.
- თუ საღამოს შეშუპება, დაღლილობა, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები ან ხილული ვენები გაჩნდა, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმ-ანგიოქირურგთან. არავითარ შემთხვევაში არ დაკავდეთ თვითმკურნალობით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს