„ჩემ ძმას, სექტემბერში ენცეფალიტის ტკიპამ უკბინა. ახლა თავს ცუდად გრძნობს, მუდმივად სისუსტეს, თავბრუსხვევას და ა.შ. განიცდის. წამლებით მკურნალობა დადებით შედეგს არ იძლევა. ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ფიტოთერაპევტის ან ტრადიციული მკურნალის რჩევები მივიღო? პატივისცემით, ს.ვ.“
წერილს ექიმი ფიტოთერაპევტი ვიაჩესლავ ვარნავსკი პასუხობს:
ენცეფალიტი თავის ტვინის ანთებითი დაავადებების ჯგუფია, რომელიც, ძირითადად, ვირუსებით, ბაქტერიებით და სხვა პათოგენებით არის გამოწვეული. განასხვავებენ პირველად და მეორად ენცეფალიტს. პირველადი თავის ტვინში ნეიროტროპული ვირუსების (ეპიდემიური, ტკიპას, კოღოს და სალტისებრი ლიქენით გამოწვეული ენცეფალიტი) შეყვანის შედეგად ვლინდება.
ტკიპას ენცეფალიტის გადამტანი შეიძლება იყოს იქსოდისებრი ტკიპები. ისინი ბუნებრივად ფოთლოვანი და შერეულ ტყეებში გხვდებიან. ვირუსით დაინფიცირების გარდა ტკიპას ნაკბენმა შეიძლება ალერგიულ ფონზე ნევროლოგიური დარღვევები (წონასწორობის დარღვევა, ნაწილობრივი დამბლა, სუნთქვის უკმარისობა) გამოიწვიოს.
ოფიციალური მედიცინა ინსტრუქციის მიხედვით ფეზამის (1 აბი დღეში 3-ჯერ), პენტოქსიფილინის, ნივრობექსის, ესპალიპონის მიღებას გირჩევთ. მკურნალობის კურსი – 1 თვე.
მე გირჩევთ წყალზე დამზადებულ კატაბალახას ფესვების ნაყენის (1:10) დალევას, ხოლო დაზიანებულ ადგილას (თავის კანზე) დღეში 3-ჯერ შეიზილეთ თავსისხლას ფესვის კონცენტრირებული ნაყენი (დაქუცმაცებულ ნედლს სპირტი ან არაყი დაასხით და 21 დღე გააჩერეთ, რომ ფესვები გასივდეს და თხევადი ფაფის ფორმა მიიღოს. ამის შემდეგ გადაწურეთ).
ეს პროცედურები სხვა ნაყენების მიღებასთან მორიგეობით გამოიყენეთ.
პიონას ნაყენის მოსამზადებლად 2 ს/კ დანაყულ ფესვებს 1 ჭიქა არაყი დაასხით და 21 დღე დააყენეთ. ასევე ვარდისფერი როდიოლას ნაყენი მოამზადეთ. ორივე ნაყენი 1 თვის განმავლობაში დალიეთ. 30 წვეთი თითოეული ნაყენი 100 მლ წყალში გააზავეთ. დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ. 2 კვირის შემდეგ მკურნალობის კურსი გაიმეორეთ.
დამხმარე საშუალების სახით ქოლგისებრი მსხალიჭას ხმელი ბალახის ნაყენი დალიეთ: 0,5-1 ლ მდუღარე წყალში 4 ს/კ ბალახი მოხარშეთ და მთელი ღამე თერმოსში დააყენეთ. ყლუპების სახით დღეში 4-ჯერ დალიეთ.
თუ ჩირქოვანი ენცეფალიტი გაქვთ, ჭინჭრის ჩაი რეგულარულად დალიეთ. პერიოდულად, ღამით თავზე თხევადი თაფლი წაისვით, დილით კი – ორკბილას და კოთხუჯის ნაყენი (2 ს/კ ნარევი 1 ლ წყალზე, ღამით დააყენეთ, დილით გადაწურეთ).