„მე დეფორმირებული ართროზის ფონზე მუხლქვეშა ფოსოში ბეიკერის კისტა მაქვს. მის მოშორებას ოპერაციის გარეშე შევძლებ? გთხოვთ, მირჩიეთ. პატივისცემით, ლ.ი.“.
წერილს ექიმი ფიტოთერაპევტი, ვიაჩესლავ ვარნავსკი პასუხობს.
ბეიკერის კისტა ან მუხლქვეშა ფოსოს კისტა მყესებს შორის ჩანთაში ლორწოს ანთებითი პროცესების შედეგად ვლინდება. მუხლის სახსრის შიდა წიაღის ანთების დროს ანთებითი სითხე სახსრის ღრუდან ჩანთაში ხვდება, იქ გროვდება და დაავადების განვითარებას იწვევს.
ქირურგიული ჩარევა მხოლოდ დიდი კისტის დროს გამოიყენება, რომელიც სისხლძარღვების ნერვებს აწვება. ბეიკერის კისტის ოპერაციული მკურნალობის დროს მისი ამოღება ხდება. სხვა შემთხვევაში ოპერაციის გარეშე მკურნალობა მოგიწევთ, რადგან ოპერაცია ხშირად გართულებებს იწვევს.
გირჩევთ, პირველ რიგში ნემსიწვერას მალამოს გამოყენებით დაიწყოთ. დაძინებამდე 2 საათით ადრე წაისვით და 20 წუთით შეიზილეთ. მის მოსამზადებლად 1 ს/კ ნემსიწვერას დაჭრილი ფოთლები 1 ს/კ ღორის ქონს აურიეთ. ამის შემდეგ ბეწვის ქსოვილი შემოიხვიეთ.
ღამით პროპოლისის სპირტიანი ნაყენის (1:10) კომპრესი გაიკეთეთ. მორიგეობით სააფთიაქო ემულსიის კომპრესები გამოიყენეთ ყვითელი სკიპიდარის აბაზანისთვის: 1 ჭიქა თბილ წყალში 1 ჩ/კ საშუალება გამოიყენეთ. კისტის ადგილები პოლიეთილენის პაკეტით დაფარეთ, შემდეგ ბეწვიანი ქსოვილი შემოიხვიეთ და სამუხლეები გაიკეთეთ.
დამატებითი მკურნალობის სახით ოქროს ულვაშის მალამო და კომპრესი გამოიყენეთ. მალამო სააფთიაქო უნდა იყოს. კომპრესისთვის მცენარის ფოთლები და ღეროები დააქუცმაცეთ, სამლიტრიან ქილაში მოათავსეთ და ბოლომდე არაყი დაასხით. ბნელ ადგილას 3 კვირა დააყენეთ.
ასევე შეგიძლიათ შარდმდენი ჩაი სიმინდის ფოჩოებით ან ლობიოს ჩენჩოთი დალიოთ. ასე ნივთიერებათა ცვლას გააუმჯობესებთ და ჭარბ სითხეს გამოდევნით.