რომელი მცენარე მოქმედებს სახლის ატმოსფეროზე დადებითად და რომელი უარყოფითად.

15703

ოდესმე გქონიათ ისეთი შეგრძნება, თითქოს, ცხოვრებაში ჩვეულებრივზე მეტი წარუმატებლობა დაგატყდათ თავს? რას იტყვით, თუ ამ წარუმატებლობების პირველწყარო თქვენი საყვარელი მცენარეა?

დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ მცენარეებს, რომელთა სახლში გაჩერება არ შეიძლება, აგრეთვე, წარმოგიდგენთ ისეთ მცენარეებსაც, რომლებიც თქვენს საცხოვრებელში აუცილებლად უნდა გქონდეთ.

მცენარეები სახლისთვის

მავნე ოთახის მცენარეები

1. ცოტამ თუ იცის, რომ ე.წ. დეკაბრისტი (Schlumbergera) ძველი დროიდან მავნე მცენარედ ითვლებოდა.

არსებობს რწმენა, რომლის თანახმადაც, დეკაბრისტს, რომლის ყვავილობაც სერიოზულად იგვიანებს, თავისი მეპატრონეებისთვის დაავადებები და წარუმატებლობები მოაქვს. ხოლო ის მცენარე, რომელიც საერთოდ არ ყვავის, ოჯახის დაყოფას, ხშირ კონფლიქტებსა და განქორწინებასაც კი გამოიწვევს. ამისათვის, ხალხში მცენარეს “ქმრების საწინააღმდეგო” უწოდეს.

2. კიდევ ერთი მცენარე, რომელიც თავიდან სასწრაფოდ უნდა მოიშოროთ, არის დეკორატიული გვიმრა.

ეზოთერიკები ამ მცენარეს ენერგეტიკულ ვამპირს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ადამიანი, რომელიც მას სახლში გაიჩერებს, სხვებზე უფრო ხშირად იგრძნობს დაღლილობას, მეტისმეტ უძლურობასა და უმიზეზო აპათიას.

რაც შეეხება რეალურ საფრთხეს, გვიმრა ძლიერი ალერგენების მატარებელია, რომელთაც მათ მიმართ მგრძნობიარე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზულად გაუარესება შეუძლია.

3. რა სამწუხაროც არ უნდა იყოს ამის აღიარება, ბევრისთვის საყვარელი კაქტუსები, როგორც აღმოჩნდა, ოთახის ნაკლებად სასიამოვნო მეზობლები არიან (განსაკუთრებით, ახალგაზრდა გოგონებისთვის).

თუ ცრურწმენებს დავუჯერებთ, ეს მცენარე უკიდურესად უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდა გოგონას პირად ცხოვრებაზე და ანადგურებს ქალურ ბედნიერებას.

თუ საყვარელ მცენარესთან სამუდამოდ განშორება არ გსურთ, მოათავსეთ იგი საძინებლისგან შორს (მაგალითად, სამზარეულოში ან მისაღებ ოთახში).

სასარგებლო მცენარეები სახლისთვის

1. კრასულა, იგივე ფულის ხე (როგორც მას ხალხში უწოდებენ), მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და საყვარელი მცენარეა.

ითვლება, რომ კრასულას სახლში სიმდიდრე და კეთილდღეობა მოაქვს, თუ მცენარეს სწორად დარგავთ და კარგად მოუვლით.

რაც შეეხება ხის სწორ დარგვას: დასარგავი ქოთანი აუცილებლად წითელი უნდა იყოს, ხოლო მიწაში (ფსკერზე) 2-3 მონეტა უნდა მოათავსოთ.

2. ფულს რომ თავი დავანებოთ, ჯანმრთელობაზე ზრუნვაც აუცილებელია. ამაში, ალოეზე უკეთ, ვერც ერთი მცენარე ვერ დაგეხმარებათ.

ალოეს არამხოლოდ უზარმაზარი სარგებელი მოაქვს ყოფაცხოვრებაში, არამედ დადებითად მოქმედებს სახლის საერთო ატმოსფეროზეც.

3. დაბოლოს, გირჩევთ კიდევ ერთი მშვენიერი მცენარის, სპატიფილუმის შეძენას (ხალხში მას “ქალურ ბედნიერებას” უწოდებენ).

ამბობენ, რომ სპატიფილუმის ყვავილობას სახლში ბედნიერება და ურთიერთგაგება მოაქვს. სწორედ ამიტომ, საყვარელ ადამიანთან გაგებისა და სიმშვიდის მსურველებმა ეს მცენარე აუცილებლად უნდა მოიშინაურონ.

დაუჯერებთ თუ არა ამ რწმენებს და გაიტანთ თუ არა სახლიდან საყვარელ მცენარეებს, თქვენი პირადი საქმეა. ჩვენი საქმეა, უბრალოდ გაგიზიაროთ საინტერესო ინფორმაცია და სასარგებლო სიახლეები.

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია სასარგებლოა აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს, ასევე არ დაიზაროთ და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს