62 წლის ვარ. ფიბროზულ -კისტოზური მასტოპათიის დიაგნოზი დამისვეს (მითხრეს, რომ ეს კიბოს წინამორბედი დაავადებაა). გთხოვთ, ამ თემასთან დაკავშირებით დაწერეთ. პატივისცემით, ლ.დ.
წერილს პასუხობს ექიმი-ფიტოთერაპევტი, სახალხო მკურნალი, ელენა სვიტკო.
საკვები, რომელსაც ახალგაზრდობის გახანგრძლივება შეუძლია, უნდა იყოს მდიდარი ანტიოქსიდანტებით (ნივთიერებებით, რომლებიც სწრაფი დაბერების ერთ-ერთ ფაქტორს, თავისუფალ რადიკალებს ანადგურებს).
ანტირადიკალურ ნივთიერებებს შეიცავს სეზონური ხილი და მკვეთრი ფერის ბოსტნეული (ვაშლი, სტაფილო, ჭარხალი, პომმიდორი). მათგან შეგიძლიათ სალათების, რაგუს მომზადება, გამოცხობა, მოხარშვა, უმად მირთმევა.
ანტიოქსიდანტებს შეიცავს, აგრეთვე, C (ასკილი, კომბოსტო, ნესვი, შავი მოცხარი, ბულგარული წიწაკა), E (ზეთი, კვერცხის გული, კარაქი, ყვავილოვანი კომბოსტო, ქაცვი), A (კვერცხი, რძის პროდუქტი, პომიდორი, ოხრახუში) ვიტამინებითა და A პროვიტამინით (სტაფილო, გოგრა) მდიდარი პროდუქტი.
გოგრა, მაგალითად, გაგიზიარებთ სასარგებლო თვისებებს და გააახალგაზრდავებს მთელი ორგანიზმის უჯრედებს, თუ მას ღუმელში გამოაცხობთ (გათალეთ, დაჭერით და აცხვეთ 15-20 წუთით, მირთმევამდე მოასხით თაფლი).
მოამზადეთ შესანიშნავი გამაჯანსაღებელი სალათი დახეხილი გოგრის, სტაფილოსა და ვაშლისგან. იმუნიტეტს გააძლიერებს, ორგანიზმს გააჯანსაღებს და შეაჩერებს დაბერების პროცესს ასკილის სამკურნალო სასმელი – 3 ს.კ. სრულ მარცვლებს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და მოხარშეთ 10 წუთით, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და დალიეთ თბილი. ამავე თანაფარდობით დააყენეთ ასკილი თერმოსში 1 საათით და დალიეთ თბილი.
გამაჯანსაღებელი მოქმედება აქვს ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებით მდიდარ პროდუქტსაც. იგი კარგად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე მიმოცვლით პროცესებზე. როგორც ცნობილია, სწორედ ამ პროცესებზეა დამოკიდებული სიცოცხლის ხანგრძლივობა. ეს ნივთიერებები შედის ზღვის თევზის (სკუმბრია, ქაშაყი), ავოკადოს, ნატურალური მცენარეული ზეთების (ზეითუნის, სელის, შირბახტის), თხილისა და თესლის შემადგენლობაში.
გაახალგაზრდავების მიზნით, სასარგებლოა კვების კალორიულობის შემცირება ასაკის მატებასთან ერთად (შეზღუდეთ ცხიმიანი და შემწვარი საკვების მიღება), რადგან დაბალკალორიული კვება ახანგრძლივებს სიცოცხლეს. თქვენი ორგანიზმი რესურსს არა მძიმე საკვების გადასამუშავებლად, არამედ იმისთვის გამოიყენებს, რომ აგავსოთ ენერგიით, რომელიც ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შეგრძნებას მოგანიჭებთ.
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია სასარგებლოა აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს, ასევე არ დაიზაროთ და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.