დაეხმარება თუ არა ქვის ზეთი პარკინსონით დაავადებულებს? პატივისცემით, ნ.ჯ.
წერილს პასუხობს ექიმი-ფიტოთერაპევტი, ვიაჩესლავ ვარნავსკი.
დიახ, პარკინსონით დაავადებულებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს ქვის ზეთის გამოყენება, თუმცა ეს მხოლოდ ძირითად თერაპიასთან ერთად უნდა გაკეთდეს. მაგალითად, ბელადონას პრეპარატების დამხმარე წამლად.
ზეთი გამოიყენება როგორც შინაგანად, ისე გარეგანადაც, კომპრესების სახით. ამისათვის, 1 ჩ.კ. ზეთს აზავებენ 1.5 ლ თბილ გადადუღებულ წყალთან. ასველებენ სითხეში მარლას და მთელი ღამით იდებენ პრობლემურ ადგილებზე. მე, ჩვეულებრივ, 15 კომპრესს ვნიშნავ, ყოველ მეორე დღეს.
შინაგანად, ზეთს იღებენ დღეში ერთხელ, 0.5 ჩ.კ. ოდენობით, აყოლებენ 0.5 ჭიქა თბილ, გადადუღებულ წყალს. შეგიძლიათ, ზეთი წყალთან გააზავოთ, თუმცა ასე სითხე საწრუპავით უნდა დალიოთ, კბილები რომ არ დააზიანოთ.
მკურნალობის 1 კურსისთვის საჭიროა 250 გ ზეთი, რომელიც დაახლოებით 2.5 თვის განმავლობაში უნდა მოიხმაროთ. ჯერ კვირაში ორჯერ, შემდეგ – ერთხელ.
პარკინსონით დაავადებული ადამიანებისთვის, აგრეთვე, სასარგებლოა ჩილიმით ნედლი თამბაქოს მოწევაც, ორ დღეში ერთხელ მაინც, რამდენიმე წუთით. ამისთვის საუკეთესოა კოლუმბიური თამბაქო. ასე ორგანიზმი ივსება დოფამინით. სწორედ ამ ნივთიერებას კარგავს ტვინი პარკინსონის დაავადების დროს.
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია სასარგებლოა აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს, ასევე არ დაიზაროთ და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.