ჩემს 8 წლის ვაჟს კუნთების პროგრესირებადი დისტროფიის, “დუშენის ფორმის” დიაგნოზი დაუსვეს. ყოველ წელს, თვეს, დღეს, მოძრაობა სულ უფრო უჭირს. ატროფირდება მისი ხელების, ფეხებისა და, რაც ყველაზე საშინელებაა, გულის კუნთები. როგორ დავეხმარო? იქნებ, არსებობს ხარისხიანი ხალხური საშუალება? პატივისცემით, ნ.ს.
წერილს პასუხობს ექიმი-ფიტოთერაპევტი, კრანიოსაკრალური თერაპიის სპეციალისტი, ოლგა კომპანიეცი.
დუშენის მიოდისტროფია გენეტიკური დაავადებაა, რომლის ძირითადი სიმპტომიც კუნთების პროგრესირებადი დისტროფია გახლავთ.
დაავადების მსვლელობისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოთერაპიას, რომელიც ბავშვს დაეხმარება აქტიურობის შენარჩუნებაში, არ მისცემს კუნთებს ატროფირების საშუალებას.
აგრეთვე, საჭიროა სამკურნალო ტანვარჯიშით დაკავებაც, სახსრების მობილობის შესანარჩუნებლად. კრანიოსაკრალური თერაპიით დაავადების მტკიცე რემისიას მიაღწევთ. კერძოდ, ეს მეთოდი ჩართავს ორგანიზმის ყველა რესურსს, ხელს შეუწყობს ჰომეოსტაზს (მიმოცვლით პროცესებს) და შეაჩერებს დაავადებას. მკურნალობა დიდ დროს მოითხოვს, წლებსაც კი, თუმცა, ბავშვი კურსის დაწყებისთანავე იგრძნობს არსებით გაუმჯობესებას.
სამომავლოდ, უნდა მოიკრიბოთ მოთმინება, რათა მკურნალობა წარმატებული იყოს. შესაძლოა, მოგიხდეთ ოფიციალური და ხალხური მედიცინის სხვა საშუალებების გამოყენებაც.
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია სასარგებლოა აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს, ასევე არ დაიზაროთ და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.