გადატანილი დერმატომიოზიტის შემდეგ, აუცილებელია ვეგეტარიანული დიეტა და დამხმარე თერაპია

0
70
ფოტო: pexels

ჩემმა 25 წლის შვილიშვილმა დერმატომიოზიტი გადაიტანა. მისი მდგომარეობა ახლა გაუმჯობესდა. თუმცა, ჰორმონალურ წამლებს დღემდე სვამს. შეძლებს თუ არა მათზე უარის თქმას და რას გვირჩევს ამ დაავადებასთან დაკავშირებით ფიტოთერაპია? პატივისცემით, რ.დ.

წერილს პასუხობს ექიმი-დერმატოლოგი ანა პილიპჩუკი.

დერმატომიოზიტის ეტიოლოგია დღემდე არაა ბოლომდე ამოხსნილი. ითვლება, რომ ეს დაავადება ინფექციურ-ალერგიული წარმოშობისაა, თუმცა, არ გამოირიცხება გენეტიკური ფაქტორიც. დაავადებას საფუძვლად შეიძლება ედოს იმუნური დარღვევები, განპირობებული სხვადასხვა ფაქტორით, კერძოდ, შინაგანი ორგანოების დაავადებით, ასევე, სამკურნალო პრეპარატების ირაციონალური მიღებით.

დაავადების მსვლელობისას ზიანდება კანი, კუნთები, შემაერთებელი ქსოვილები, რასაც, ხშირად, ტკივილი ახლავს. ძირითად მკურნალობად, უმეტესწილად, ნიშნავენ ჰორმონალურ პრეპარატებს (გლუკოკორტიკოიდებს). მედიკამენტების დანიშნვა, მიღების დოზები, მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა მხოლოდ ექიმმა უნდა განსაზღვროს.

მათ, ვინც ასეთი დაავადება გადაიტანა, პერიოდულად უნდა გაიარონ შემოწმება თერაპევტთან, ონკოლოგთან და დერმატოლოგთან, რათა დარწმუნდნენ, რომ დაავადებას რეციდივი არ მოჰყოლია ან სიმსივნე არ გაჩენილა.

დერმატომიოზიტისს გადატანის შემდეგ, რეკომენდებულია ისეთივე ფიტოთერაპია, როგორიც ინიშნება რევმატიზმისა და ავტოიმუნური დაავადებების დროს. კარგია ვეგეტარიანული დიეტა, რომელიც B, P, C ვიტამინებითა და კალიუმით მდიდარი პროდუქტებისგან შედგება.

მიირთვით შემდეგი პროდუქტები: გრეიფრუტი, ქაცვი, კომბოსტო, ლიმონი, ცირცველი, მოცვი, პირშუშხა და მისი წვენი, ხახვი, ნიორი, სტაფილოსა და ნიახურის წვენი, შვრიის ნახარში, კარტოფილისა და ნიახურის ან კარტოფილის კანის ნახარში, ვიტამინური ჩაი მოცხრის, შავი ცირცველის, ტყის მარწყვისა და ჭინჭრისგან. აიღეთ მოცხრის, ცირცველისა და მარწყვის 1 ს.კ. ნარევი (1:1:1), დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი და ნელ ცეცხლზე ხარშეთ 10 წუთით. დალიეთ 0.5 ჭიქა დღეში სამჯერ.

ეფექტურია კულმუხოსა და ოროვანდის ფესვებისგან დამზადებული სასმელიც. აიღეთ 10-10 გ ნედლეული 300 მლ მდუღარე წყალზე, ადუღეთ 20 წუთით ნელ ცეცხლზე. შეახვიეთ და გააჩერეთ 4 საათით. დალიეთ 2 ს.კ. ჭამამდე 1 საათით ადრე. შეგიძლიათ, ამ მასის ნაყენი დაამზადოთ: 2 ჩ.კ. ნედლეული 1 ჭიქა მდუღარე წყალზე, დააყენეთ 1 საათით და დალიეთ 0.5 ჭიქა დღეში ორჯერ.

ფიტოთერაპია უნდა გაგრძელდეს 5-6 თვის განმავლობაში, 7-10-დღიანი შესვენებებით ყოველი თვის ბოლოს. მოერიდეთ გაციებასა და რესპირატორულ ინფექციებს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი