კიდევ ერთი მორიგი კვლევის შედეგად, მადრიდის მეცნიერებმა დაადგინეს: თუ დღეში 2-3 ფინჯან ყავას მიირთმევთ, ინსულტის რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებთ (24-წლიან კვლევაში მონაწილეობა 83 000-მა ქალმა მიიღო).
ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და ცხოვრების წესებს შორის განსხვავებების შესწავლის შემდეგ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ქალები, რომლებიც ყავას მიირთმევენ, თავს ინსულტისგან იცავენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს განზოგადება ეხება მხოლოდ მათ ვისაც ჯანმრთელი გულ-სისხლძარღვთა სისტემა აქვს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ყავა ადამიანის დაუძინებელ მტრად იქცევა. როგორც ცნობილია, ინსულტი ტვინის სისხლით მიწოდების მკვეთრი დარღვევის შედეგია, რომელსაც იწვევს სისხლძარღვების ჩახერგვა, გახეთქვა ან მნიშვნელოვნად შევიწროვება.
ჟანგბადი ორგანოებს სისხლით მიწოდება, ამიტომ, ტვინში ჟანგბადის ნაკლებობის გამო, მისი უჯრედები სულ რამდენიმე წუთში იღუპება, რაც ტვინის სიკვდილს გამოიწვევს.
ცნობილია შემთხვევები, როცა ადამიანი ინსულტს გადაურჩა, თუმცა, ტვინი ნაწილობრივ მოკვდა და, შესაბამისად, პაციენტი ნაწილობრივ ხეიბარი გახდა, მოძრაობითი ფუნქციების დარღვევითა და შიდა ორგანოების მწვავე დაზიანებით.