საკუთარი ხელით მომზადებული თვალის ოქროს პატჩები

0
1607

ალბათ, ბევრს ახსოვს საკუთარი სახე ავადმყოფობის დროს, ხმაურიანი წვეულებების, მძიმე სამუშაო დღეების ან უძილო ღამეების შემდეგ. ალკოჰოლის, სტრესის და ქრონიკული უძილობის შედეგები თვალების ქვეშ სილურჯეების, ჩანთების და შეშუპების სახით ვლინდება. როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო პრობლემები?

როგორ მოვიშოროთ თვალების ქვეშ „ჩანთები“ სწრაფად

პირველ რიგში, მისი გამომწვევი ფაქტორები მოიშორეთ. ყველა ქალს ნორმალურად გამოძინების ან სამუშაო დღის გამოტოვების შესაძლებლობა არ აქვს. რა უნდა გააკეთოთ, რომ შეშუპება და მუქი წრეები სწრაფად მოიშოროთ? ამისთვის სილამაზის ინდუსტრიაში თვალის ირგვლივ კანის ექსპრეს მოვლის საშუალებები არსებობს – ნახევარ წრიული ჰიდროგელის პატჩები.

ეს პატარა ნიღბები ძალიან მოსახერხებელია. მატონიზირებელი და მკვებავი კომპონენტების წყალობით პატჩები არა მხოლოდ უძილო ღამეების, არამედ ასაკობრივი ცვლილებების შედეგებს უმკლავდება.

პატჩები თითქმის ნებისმიერ კოსმეტიკურ მაღაზიაში იყიდება. ერთადერთი, რაც მყიდველს აცბუნებს – მსგავსი კანის მოვლის საშუალებების მაღალი ფასი.

დღეს „პაპარაცმა“ თქვენთვის ოქროს პატჩების სახლის პირობებში მომზადების ზუსტი ინსტრუქცია მოამზადა. ასეთი პატჩები ელიტური საშუალებების მსგავსად მოქმედებს და ამასთან 5-ჯერ უფრო იაფია. ახლა უკვე გეცოდინებათ, თუ დილით როგორ მოიშოროთ თვალების ქვეშ ჩანთები სწრაფად.

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ ნატურალური იოგურტი დანამატების გარეშე
  • 2 ჩ/კ ყავისფერი შაქარი
  • 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
  • 1/3 ჩ/კ კურკუმა
  • 5 წვეთი E ვიტამინი
  • 1 ს/კ ჟელატინი

მომზადება:

1. კურკუმა, იოგურტი და ჟელატინი აურიეთ. ნარევი 15 წუთით გააჩერეთ, შემდეგ წყლის ორთქლზე გააჩერეთ და ჟელატინის სრულ გახსნამდე აურიეთ.

2. წყლის ორთქლიდან არ გამოდგათ და შაქარი დაუმატეთ, კარგად აურიეთ. როცა შაქარი გადნება, მასა ცეცხლიდან გადმოდგით და 5 წუთით გაგრილება აცადეთ.

3. ნარევს ზეითუნის ზეთი და E ვიტამინი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 7 სმ დიამეტრის მრგვალ სილიკონის ფორმაში თხელ ფენად (2-3 მმ) ჩაასხით. ფორმები მაცივარში 15 წუთით შეინახეთ.

4. მზა პატჩები მაცივარში შეინახეთ. გამოყენების წინ შუაზე გაჭერით და თვალების ქვეშ 15 წუთით გაიჩერეთ.

5. პატჩები უშუალოდ სილიკონის ფორმაში ან ცალკე ჭურჭელში შეინახეთ. ერთმანეთს რომ არ მიეკრას, თითოეულს ქვეშ ცელოფანი დააფინეთ.

რედაქციის რჩევა

პატჩები თვალების ქვეშ სუფთა, დაუზიანებელ კანზე 20 წუთით დაიდეთ და კვირაში მაქსიმუმ 4-ჯერ გამოიყენეთ. ეფექტის გასაუმჯობესებლად პატჩების გამოყენების წინ თვალების ირგვლივ კანი მსუბუქად დაიმასაჟეთ.

პროცედურის შემდეგ იმწამსვე არ ჩამოიბანოთ, არამედ 5 წუთით მოიცადეთ. პატჩების განმეორებით გამოყენება არ შეიძლება. მიმიკურ ნაოჭებთან საბრძოლველად შემადგენლობას რამდენიმე წვეთი რეტინოლი (A ვიტამინი) და C ვიტამინი დაუმატეთ.

როგორც ხედავთ, თვალების ქვეშ კანის ნიღბები ძვირადღირებული კრემების და შრატების შესანიშნავ ალტერნატივას წარმოადგენს. საკუთარ თავზე იზრუნეთ და შედეგებით სიამოვნება მიიღეთ.

თქვენი კანის მდგომარეობის გათვალისწინებით თვალის პატჩები აუცილებლად გამოიყენეთ. დასვენებას და სრულყოფილ ძილს საკმარისი დრო დაუთმეთ და გაოცდებით, თუ თქვენი სახელ ჯანმრთელობით როგორ სწრაფად გაბრწყინდება!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი