რატომ უნდა მისცეთ ბავშვს მულტფილმის ხშირად ყურების უფლება

0
587

მშობლების მიერ არჩეულ უამრავ მეთოდს შორის, რომელიც ბავშვებს ინგლისურის ენის მარტივად შესწავლაში ეხმარება, ყველაზე საიმედო და გამოცდილი მეთოდია მოსაწყენი სწავლების გასართობ თამაშად გადაქცევა.

თქვენ შეგიძლიათ ბავშვი უბრალოდ სპეციალურ სკოლაში გაგზავნოთ ან მასწავლებელი აიყვანოთ, რომელიც ბავშვს ყველა წესს დეტალურად განუმარტავს და ამოცანების შესრულებაში დაეხმარება, თუმცა ამით ბავშვებში ახალი უნარების განვითარების სურვილს და უცხო სიტყვების ათვისების ცოცხალი ინტერესს ვერ გაზრდით.

აი, თუ მულტფილმებს ინგლისურ ენაზე უყურებთ და მათ ბავშვებთან ერთად განიხილავთ, გაურკვეველ მომენტებს და სიტყვებს განუმარტავთ, ნამდვილად კარგ შედეგს მიიღებთ.

სწორედ ამიტომ, „პაპარაცი“ გთავაზობთ 10 საინტერესო მულტფილმს, რომელიც მოსაწყენი ვარჯიშების შესანიშნავი ალტერნატივად გახდება და ბავშვს ინგლისური ენის ადვილად ათვისებაში დაეხმარება.

მულტფილმები ინგლისურ ენაზე

1. Hello Happy Rhymes

ანიმაციური ფილმი დაგეხმარებათ, რომ ძალიან პატარა ბავშვებსაც ინგლისური ენა ასწავლოთ. მარტივი ნახატების, მელოდიური გახმოვანების და მცირე ქრონომეტრაჟის (საშუალოდ 1 სერია 3 წუთი გრძელდება) წყალობით ბავშვები უკვე 2 წლიდან ყველაფერს მარტივად აღიქვამენ.

მულტფილმის სერიები 2 ნაწილად არის გაყოფილი. პირველი ნაწილი გარკვეულ თემაზე მოკლე ისტორიას მოიცავს, მეორე კი სიმღერა ან ლექსია, რომელიც ისეა შედგენილი, რომ პირველი ნაწილის ლექსიკას იმეორებს.

2. Muzzy in Gondoland

კიდევ ერთი თანამედროვე მრავალ სერიანი სასწავლო მულტფილმი, რომლის მთავარი გმირი უცხოპლანეტელი მაზია, რომელიც პატარა ქალაქ გონდოლენდში ჩამოფრინდა. სიუჟეტის მიხედვით უცხოპლანეტელი დედამიწის ტრადიციებს ნელ-ნელა ეცნობა და ხშირად სხვადასხვა უხერხულ სიტუაციებში ხვდება.

თითოეული სერიის საშუალო ხანგრძლივობა 11 წუთია. პერსონაჟების დიალოგი ძალიან ნელა მიმდინარეობს, ამიტომ ყურების დროს შეგიძლიათ ბავშვთან ერთად გაიმეოროთ და ამით გამოთქმაზე იმუშაოთ.

3. Gogo’s Adventures with English

ეს მულტფილმი ზემოთ ხსენებულ მულტფილმებზე უფრო ძველია, თუმცა სკოლამდელი ბავშვების სასწავლებლად ასევე შესანიშნავად გამოგადგებათ.

ამ ანიმაციაში ამერიკული სტილის ინგლისური ენაა გამოყენებული და ყველაზე მარტივი თემები (პროდუქტები, სათამაშოები და ა.შ.) განიხილება. 1 სერია 6 წუთი გრძელდება. მთავარი გმირია პატარა წითელი დრაკონი გოგო.

4. 50 minutes Kids cartoon Dialogues

სახელი თავის თავზე ყველაფერს საუბრობს. 50 წუთიან ანიმაციაში სხვადასხვა პერსონაჟები და თემებია შეკრებილი. ერთი დიალოგი (ანუ გარკვეული სიტუაცია ერთი და იმავე პერსონაჟით) შეიძლება 40 წამიდან 1 წუთამდე გრძელდებოდეს, მოკლე მუსიკალური პაუზის შემდეგ კი უკვე სრულად სხვა დიალოგი იწყება.

ეს ანიმაცია ბავშვს საბაზისო ლექსიკის ათვისებაში და ყველაზე გავრცელებული და მარტივი ფრაზების დამახსოვრებაში დაეხმარება.

5. The Singing Walrus

თქვენს შვილს საყვარელი სამწუთიანი სიმღერები სუბტიტრებით ნამდვილად მოეწონება. ამ ანიმაციაში განსხვავებული თემები განიხილება, ხოლო ბექვოკალისტი ქათმები იმდენად სასაცილო და მხიარულები არიან, რომ უფროსებიც კი სიმღერას აყვებიან.

6. Peppa Pig

ვინც არ უნდა თქვას ღორი პეპას შესახებ, ეს ანიმაცია ნამდვილად ყურადსაღებია. მარტივი სიუჟეტი და განმეორებადი ფრაზები ბავშვს ინგლისური მეტყველების შაბლონური ლექსიკის სწრაფად ათვისებაში ეხმარება.

7. Puffin Rock

იდეალური ანიმაცია ბუნების თემების შესასწავლად. მთავარი გმირები პატარა ფრინველებია, რომლებიც ტყეში სასეირნოდ გაეშურნენ. სეირნობის დროს მათ ტყის მაცხოვრებლები გაიცნეს და ბუნებრივი მოვლენების შესახებ ბევრი რამ გაიგეს. ერთი სერიის საშუალო ხანგრძლივობა 2 წუთს შეადგენს.

8. Start English

მრავალ სერიანი ანიმაცია ბიჭის შესახებ, რომელმაც სამყაროს შეცნობა ახლახანს დაიწყო. ის ფერის და ცხოველების განსხვავებას სწავლობს და მეგობრებს იძენს. ერთი სერია 2 წუთით გრძელდება.

მთავარი სიტყვები ორჯერ მეორდება. პირველად უბრალოდ წინადადებაში, შემდეგ ნახატით, რაც ბავშვს ეხმარება სიტყვა გარკვეულ საგანს დაუკავშიროს და სწრაფად დაიმახსოვროს.

9. Simon

ანიმაცია უფრო მოზრდილი ბავშვებისთვის, რომლებმაც ინგლისური ენის საწყისები უკვე შეისწავლეს. მთავარი პერსონაჟი კურდღელი სიმონია. სიუჟეტი ყოველდღიურ სიტუაციებზეა აწყობილი, რაც კურდღლის, მისი ოჯახის და მეგობრების ირგვლივ ვითარდება.

10. English Animated Stories for Kids

15 წუთიანი ანიმაციები პრეტენზიული ბიჭის, ტოფუს და ჭკვიანი გოგონას, ტიას შესახებ, რომელიც ყოველი ურჩობის დროს ბიჭს ზღაპარს უყვება. თითოეული ზღაპრის ბოლოს ბავშვები მორალს ერთად ეძებენ.

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს მულტფილმები თქვენს შვილებს ინგლისურ ენას შეაყვარებს და მის ადვილად შესწავლაში დაეხმარება. ჩვენ კი, ვეცდებით კიდევ უფრო მეტი საინტერესო მეთოდი ვიპოვოთ და მათი სწავლება უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი