კულიჩის გამოცხობის საიდუმლო ხრიკები დამწყებთათვის

17514

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის სადღესასწაულო კულიჩების გამოსაცხობად მზად უნდა იყოთ. თუ ამ დრომდე გემრიელი კულიჩის გამოცხობას ვერ ახერხებდით ან ჯერ კიდევ არ იცით, თუ რატომ გამოსდით ბებიებს გემრიელი კულიჩები, მაშინ საიდუმლოს ფარდის ახდის დრო მოვიდა.

კულიჩის გამოცხობა

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ 20 ნიუანსის შესახებ, რომელთა დახმარებით კულიჩის მომზადება ყველა დიასახლისისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ზოგიერთის შესახებ თქვენ შეიძლება იცოდეთ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს.

  1. ტრადიციის თანახმად კულიჩებს დიდ ხუთშაბათს ან შაბათს, აღდგომის წინა დღეს აცხობენ. წმინდა პურის მომზადებამდე სახლი უნდა დაალაგოთ და მტანჯველი ფიქრები მოიშოროთ. ცომის მოზელის დროს არ იჩქაროთ და არ იჩხუბოთ. რაღაც კარგზე კონცენტრირება გააკეთეთ.
  2. ღუმელი წინასწარ გაახურეთ. საფუარის ცომს ორპირი ქარი და სიცივე არ უყვარს, ამიტომ სჯობს კარები და ფანჯრები კარგად დახუროთ. თუმცა შენობაში ძალიანაც არ უნდა ცხელოდეს.
  3. კარგი კულიჩის მისაღებად ცოცხალი საფუარი გამოიყენეთ. ასე ცომი უფრო ფუმფულა და რბილი გამოვა.
  4. კულიჩის მოსამზადებლად ინგრედიენტები წინასწარ მოამზადეთ. ცომის ინგრედიენტები ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
  5. ფქვილი რამდენჯერმე გაცერით. ასე დარწმუნდებით, რომ ცომში უცხო ნივთი არ მოხვდება, ამასთან კულიჩი ჟანგბადით გამდიდრდება და ცხობის დროს აუცილებლად ზომაში გაიზრდება.
  6. კულიჩის გამოსაცხობად სახლის კვერცხი იყიდეთ. იდეალური იქნება, თუ კვერცხის გულს გაჯერებული ნარინჯისფერი ექნება.
  7. ბებიებისთვის დამატებითი დანამატები ხელმისაწვდომი არ იყო და სიმართლე რომ ითქვას საჭირო არცაა. ახლა კულიჩს ჩირებს, ვანილებს, მუსკატის კაკალს უმატებენ, რითაც კულიჩი კიდევ უფრო კარგი გამოდის.
  8. აფუებული ცომი სწრაფად რომ ამოვიდეს, სველი პირსახოცი დააფარეთ, თასი თბილ წყალში ჩადეთ ან ოდნავ გახურებულ ღუმელში შედეთ.
  9. კულიჩს არა მხოლოდ ქიშმიში, არამედ გახეხილი ფორთოხლის ცედრა და ცუკატები დაუმატეთ.
  10. სამზარეულოში როგორი თანამედროვე მოწყობილობაც არ უნდა გქონდეთ, ცომი ხელით მოზილეთ. ეს 15 წუთზე მეტხანს გააკეთეთ, სანამ ცომს ხელიდან მარტივად არ მოიშორებთ.
  11. კულიჩის საცხობი ფორმები წინასწარ მოამზადეთ. პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ და კარაქი წაუსვით.
  12. მზა ცომი რამდენიმე ნაწილად გაყავით. ცომმა ფორმის მესამედი ნაწილი უნდა დაიკავოს. ცომი იმწამსვე გამოსაცხობად ღუმელში არ შედოთ. დაელოდეთ, სანამ ზომაში ორჯერ არ გაიზრდება, შემდეგ კი გამოაცხვეთ.
  13. საცხობი ფორმა წყლით აავსეთ და ღუმლის ქვედა ნაწილში მოათავსეთ. ასე სადღესასწაულო პური კიდევ უფრო რბილი გამოვა. ცხობის დროს ღუმელის კარი არ გააღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცომი შეიძლება დაეცეს.
  14. კულიჩის ქუდი თანაბრად რომ ამოვიდეს, უმი ცომის ცენტრში ხის ჩხირი ჩაარჭეთ.
  15. თუ კულიჩის ქუდი უკვე შეწითლებულია, მაგრამ ცომის შუა ნაწილი გამომცხვარი არაა, ფოლგას კარაქი წაუსვით, კულიჩებს დააფარეთ და კიდევ რამდენიმე წუთით გამოსაცხობად შედეთ.
  16. ჭიქური არა შაქრის, არამედ შაქრის ფხვნილის, გაგრილებული ცილის და ლიმონის წვენის ნარევისგან მოამზადეთ. ასე ჭიქური სწრაფად გასქელდება.
  17. კულიჩები ჭიქურით მაშინ მორთეთ, როცა ბოლომდე გაგრილდება. თუ იჩქარებთ, ჭიქური ჩამოიღვრება.
  18. ხელოვნური საკვები დანამატების ნაცვლად ნატურალური საშუალებები გამოიყენეთ. ვარდისფერი ჭიქურის მოსამზადებლად მას ჭარხლის წვენი დაუმატეთ. მწვანე ფერის მისაღებად ოხრახუშის წვენი გამოიყენეთ.
  19. კულიჩის მოსართავად მყარი ფერადი მოსაყრელის ნაცვლად ჩირი გამოიყენეთ. შეგიძლიათ კაკალი ან მარციპანის ფიგურები გამოიყენოთ.
  20. თუ კულიჩებს სწორად გამოაცხობთ, ის მეორე დღეს არ გაშავდება. თუ ნერვიულობთ, გაგრილებული კულიჩები პერგამენტის ქაღალდში გაახვიეთ.

ახლა ყველა შანსი გაქვთ, რომ ყველაზე გემრიელი კულიჩები გამოაცხოთ. არ შეგეშინდეთ, რომ არ გამოგივათ, მთავარია – ყველაფერი კარგი განწყობით და ნათელი ფიქრებით შეასრულოთ. სახლში გამომცხვარი მზა კულიჩები ოჯახის წევრებს აახლოებს და აღდგომის დღესასწაულს არა უბრალო რუტინად, არამედ გააზრებულ დღესასწაულად აქცევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს