ფარინგიტის დროს ყელში ბალახების ნაყენი გამოივლეთ

1354

„გთხოვთ, ქრონიკული ფარინგიტის მკურნალობაში დამეხმარეთ. კლინიკაში დანიშნულმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. შესაძლოა, რაიმე მეთოდი არსებობს, რომელიც ჩემს ტანჯვას შეამსუბუქებს? პატივისცემით, ვალენტინა“.

წერილს ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ლიუბოვ დუდჩენკო პასუხობს.

ალტერნატიული მედიცინა როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ფარინგიტის და ანგინის სამკურნალოდ ფიტო საშუალებების გამოყენებას გირჩევთ. ყელის სიმშრალის და ტკივილის, ასევე ანთებითი პროცესების გასაქრობად ბალახების ნაკრების ნაყენით ყელის გამოვლება ძალიან ეფექტურია.

  1. აიღეთ 20 გრ სამკურნალო სალბი, 20 გრ გულყვითელას ყვავილები, 10 გრ მუხის ქერქი, 20 გრ სააფთიაქო ყვავილი. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 30 წუთით დააყენეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და თბილი ხსნარი ყელში დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ.
  2. აიღეთ 20 გრ ტუხტის ფესვი, 20 გრ ძირტკბილას ფესვი, 20 გრ სამკურნალო სალბის ფოთლები, 10 გრ პიტნა, 10 გრ სააფთიაქო გვირილას ყვავილები, 30 გრ თავშავა. 2 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, სუსტ ცეცხლზე 10 წუთით გააჩერეთ და 30 წუთით დააყენეთ. გადაწურეთ და თბილი ხსნარი ყელში დღეში 4-5-ჯერ გამოივლეთ.
  3. აიღეთ 20 გრ სამკურნალო ტუხტი, 30 გრ თეთრი ტირიფის ქერქი, 10 გრ ქრისტესისხლას ბალახი, 20 გრ სააფთიაქო გვირილას ყვავილები და 20 გრ ევკალიპტის ფოთლები. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 20 წუთით დააყენეთ. გადაწურეთ და თბილი ხსნარი ყელში დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ.

ამ პროცედურების ღამით გაკეთება ძალიან კარგია. გარდა ამისა, ქალმა ორგანიზმის დაცვის თვისება უნდა გაზარდოს, კერძოდ C ვიტამინის შემცველი ბევრი ხილი და ბოსტნეული მიირთვას. ძალიან ცხელი ან ცივი, ასევე მშრალი ან შემწვარი საკვები არ მიირთვათ, რომ ყელის და საყლაპავის ლორწოვანი გარსი არ დააზიანოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს