„55 წლის ვარ და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შემდეგ დიაგნოზი დამისვეს: „დისცირკულატორული ენცეფალოპათია“. არსებობს რაიმე საშუალება, რაც დაავადებას შეაფერხებს? პატივისცემით, ზოია“.
წერილს ექიმი ფიტოთერაპევტი, ვიაჩესლავ ვარნავსკი პასუხობს.
დისცირკულატორული ენცეფალოპათია ტვინში სისხლის მიწოდების უკმარისობის ნელა პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც დიფუზურ სტრუქტურულ ცვლილებებით თავის ტვინის ფუნქციების დარღვევას იწვევს. დისცირკულატორული ენცეფალოპათიის წარმოქმნის და განვითარების ძირითადი მიზეზებია არტერიული ჰიპერტონია და ათეროსკლეროზი. შიდა ქალის წნევა ენცეფალოპათიის ერთ-ერთი მიზეზია.
მის თავიდან ასაცილებლად, ასევე თავის ტვინის აშლილობის მიზეზის მოსაშორებლად რეკომენდებულია მარტივი რეცეპტების გამოყენება. პირველ ეტაპზე სამი ნაყენის ბალზამი მოამზადეთ:
- წითელი სამყურას ნაყენი: 50 გრ სამყურას ყვავილებს 500 მლ არაყი დაასხით და 2 კვირა თერმოსში დააყენეთ.
- კავკასიური დიოსკორეას ნაყენი: 50 გრ მისი ფესვები ისე დააყენეთ, როგორც სამყურას ყვავილები.
- პროპოლისის ნაყენი: 50 გრ დაქუცმაცებული პროპოლისი მუქი ფერის მინის ქილაში მოათავსეთ, 500 მლ არაყი დაასხით, 10 დღე ბნელ ადგილას დააყენეთ.
სამივე ნაყენი თანაბარი პროპორციით აურიეთ. 1 ს/კ საშუალება დღეში 3-ჯერ, 2 თვის განმავლობაში მიიღეთ. ორთვიანი მკურნალობის შემდეგ კიდევ 1 თვე მხოლოდ სამყურას ნაყენის მიღება გააგრძელეთ. ნახევარლიტრიანი ქილა სამყურას ყვავილებით ნახევრად აავსეთ, ბოლომდე არაყი დაასხით და 2 კვირა ბნელ ადგილას დააყენეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ, წინასწარ 1 ს/კ ნაყენი 50 მლ წყალში გააზავეთ და ჭამამდე 20 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ მიიღეთ.
ასე მკურნალობის სამთვიანი კურსი გამოდის. ბოლოს მინდა დავამატო, რომ ენცეფალოპათიას შეგიძლიათ ებრძოლოთ სამი მიმართულებით: სიმპტომების, მიზეზების და თავად მის საწინააღმდეგოდ. მიზეზები შეიძლება სხვადასხვა იყოს, ამიტომ მათ სამკურნალოდ უფრო შესაფერისი საშუალებები გამოიყენეთ. ექიმის დახმარებით შეძლებთ იმის დადგენას, თუ რამ გამოიწვია ენცეფალოპათია, რადგან დამოუკიდებლად ამის დადგენა შეუძლებელია. სიმპტომების მკურნალობა შედარებით მარტივია, მათ სამკურნალოდ გარე რჩევების მიღება ხშირად საჭირო არაა.