რატომ უნდა გაიკეთოთ კიტრის ნიღაბი სახეზე

2242

სახის ნიღბები – საუკეთესო საშუალებაა ექსპრეს-მოვლისთვის ან კანის დამატებითი სრულყოფისთვის. არსებობს ნიღბების დიდი მრავალფეროვნება ნებისმიერი გემოვნებისა და საფულისთვის: დამატენიანებელი, მკვებავი, გამაახალგაზრდავებელი, გამწმენდი, მათეთრებელი… თუმცა ზაფხული – შესანიშნავი დროა კანის საშინაო მოვლისთვის, ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით. შეგიძლიათ, ნიღბები ყოველდღე გაიკეთოთ, ზედმეტი ხარჯების გარეშე, თუმცა მაღალი ეფექტით. მთავარია იცოდეთ, რა რას უნდა შეურიოთ.

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ მოვამზადოთ სახის ნიღაბი ჰიდრატაციის, გაგრილების, დაჭიმვისა და კანის ფერის გათანაბრების ეფექტით, სულ რაღაც ორი ინგრედიენტის გამოყენებით.

სახის ნიღაბი კიტრით

კიტრი უკვე დიდი ხანია ცნობილია, როგორ შესანიშნავი ლიმფოდრენაჟული, დამატენიანებელი და მატონიზებელი საშუალება კანისთვის. ამ ბოსტნეულით საწარმოებშიც კი ამზადებენ ტონიკებსა და კრემებს. იგი, ასევე, ამშვიდებს კანს მზეზე ყოფნის შემდეგ და ათეთრებს მას. კურკუმასთან ერთად კი იგი ნამდვილ სასწაულებს ჩადის.

კურკუმა მძლავრი ინგრედიენტია კანის ტონუსის შესანარჩუნებლად და მის გასაახალგაზრდავებლად. ეს შესანიშნავი ანტიოქსიდანტია კანისთვის, ასევე, ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებაც. ასეთი დუეტი კანს დაატენიანებს, მიანიჭებს ელვარებასა და სიმკვრივეს. ნიღბის მოსამზადებლად შეურიეთ 1/2 კიტრის ფაფას 1.2 კოვზი დაფქული კურკუმა.

კარგად მოურიეთ. გაიწმინდეთ კანი და წაისვით ნიღაბი 15-20 წუთით. ჩამოიბანეთ სუფთა, გრილი წყლით. თუ ძალიან მშრალი კანი გაქვთ, წაისვით დამატებით დამატენიანებელი კრემი. გაითვალისწინეთ, რომ კურკუმას შემღებავი თვისებები აქვს, ამიტომ ჩაიცვით ძველი ტანსაცმელი ან მოიხვიეთ მხრებზე პირსახოცი. იმავე მიზეზით, ნიღაბი გამოიყენეთ ძილის წინ, რათა დილით მოყვითალო ელფერი ჩამოირეცხოს.

თუმცა, თუ რუჯი გაქვთ, ნიღაბი დაგეხმარებათ სახისა და სხეულის ფერის გათანაბრებაში, რადგან ხშირად, სახის კანი წრაფად ირეცხება და მკრთალი ფერი ეძლევა. გამოიყენეთ ნიღაბი კვირაში სამჯერ, უკვე 1 თვეში კანი უფრო მკვრივი, სუფთა და ახალი იქნება.

თუმცა, ეფექტი პირველივე გამოყენების შემდეგ შეიმჩნევა: კანი თითქოს ენერგიით დაიმუხტება, დარბილდება, დაიჭიმება და აუცილებლად მოგინდებათ მისი შეხება(რაც არც ისე სასარგებლოა).

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს