2020 წელს ხარება 7 აპრილს, სამშაბათს ემთხვევა. პირველ რიგში, უნდა იზრუნოთ საკუთარ სულზე, დილით წაიკითხოთ ლოცვა, შეასრულოთ ღვთისმსახურება. ამის შემდეგ, დასაშვებია სახლის მსუბუქი სამუშაოების შესრულება, ზედმეტი მატერიალიზმის გარეშე.
ბავშვობიდან მახსოვს, რომ ამ დღეს არაფერი უნდა გაიჭრას მაკრატლით, არ უნდა მოიკეროს ტანსაცმელი… “ხარებაზე ჩიტი ბუდესაც კი არ წნავს”. თუ ასეთ დიდებულ დღესასწაულზე იმუშავებთ, იფიქრებთ ხორციელ საზრდოზე, ოჯახს უბედურება დაატყდება თავს – ასე თვლიდნენ ხალხში.
წმინდა დღესასწაული მშვიდად, მსუბუქად, შეძლებისდაგვარად უზრუნველად უნდა გაატაროთ. როგორ მოვიქცეთ მათ, ვინც ვმუშაობთ, დღესასწაული კი სამუშაო დღეს ემთხვევა? რატომაა ქალისთვის ასე მნიშვნელოვანი ხარების დღესასწაულის წესების დაცვა?
ხარების დღესასწაულის აღნიშნვა
7 აპრილი – ხარებაა, 12 საეკლესიო დღესასწაულიდან ერთ-ერთი. ზუსტად 9 თვის შემდეგ, ქრისტეშობა იქნება, მანამდე კი პირველ საგაზაფხულო დღესასწაულს აღნიშნავენ. წმინდა ცნობა! მთავარანგელოზი გაბრიელი ზეციდან ჩამოვიდა, ქალწულ მარიამს ეახლა და ამცნო მისი ჭეშმარიტი დანიშნულების შესახებ: იმის შესახებ, რომ მას უფლის შვილი უნდა ეშვა.
ჩვეულებრივ ქალს შეეშინდებოდა, თუმცა ღვთისმშობელი მთლიანად მიენდო ღმერთს, ყველაფერში მის ნებაზე იყო დამოკიდებული. ქალწულმა მარიამმა თავისი დიდებული მისია უძლიერესი და დაუძლეველი რწმენის წყალობით შეასრულა.
თითოეული ქალისთვის, ამ დღეს მნიშვნელოვანია სიმშვიდის, წონასწორობის შენარჩუნება. რეკომენდებულია ეკლესიაში წასვლა, აღსარების ჩაბარება და ზიარება. ითვლება, რომ ხარების დღეს ჯოჯოხეთშიც კი წამიერად კეთილშობილება ისადგურებს. აი, ამდენად ძლიერია ეს დღე…
არ შეიძლება მძიმე სამუშაოს შესრულება, საკვებიც კი ყველაზე უბრალო უნდა მოამზადოთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კერვა, დალაგება, რემონტის გაკეთება, რეცხვა და დაუთოვება. ყველა მიწიერი საქმე მომდევნო დღისთვის უნდა გადადოთ და დაკავდეთ საკუთარი სულიერი სამყაროს სრულყოფით.
თუ ვინმესთვის პატიების თხოვნა გსურთ, დღეს სწორედ რომ შესაფერისი დღეა ამისათვის. შეგიძლიათ ილოცოთ მათთვის, ვინც გული გატკინათ, ვისზეც წყენა გაქვთ შემონახული. საკუთარ თავთან ჰარმონია ქალისთვის აუცილებელია, ჰარმონიის არქონა იწვევს მუდმივ შფოთვას, ცხოვრებისეულ წარუმატებლობებს.
ამ დღეს მთელი დედამიწა ისვენებს, მათ შორის, ცხოველები და ფრინველებიც კი. ადამიანებმა არ უნდა წამოიწყონ ახალი საქმე, მოერიდონ გარიგებებს: ეს ყველაფერი მოიცდის. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ კამათი, წყენა, კონფლიქტები. ხარების დღესასწაული უკეთესის იმედს აძლევს ყველას, ვინც მზადაა უფალს მიენდოს, როგორც ეს ღვთისმშობელმა გააკეთა, ვინც მზადაა, დღესასწაული სუფთად და მხიარულად გაატაროს.
აუცილებლად წაიკითხეთ ლოცვა ამ დღეს, თუ ეკლესიაში წასვლა არ შეგიძლიათ. წმინდა ღვთისმშობელი თქვენ და თქვენს ოჯახს დაგიცავთ უბედურებებისგან, მოგანიჭებთ მტკიცე ჯანმრთელობას და განამტკიცებს რწმენას.