როგორ მოვიშოროთ კოჟრები, მაშინ როდესაც სხვა საშუალებამ ვერ გვიშველა.

774
ფოტო: PxHere

დამეხმარეთ ტერფებზე, თითების გვერდით ფეხსაცმლით გახეხილი ადგილების, კოჟრების მოშორებაში. კოსმეტიკურ კლინიკაში აზოტით მოწვამ შედეგი არ გამოიღო. სხვადასხვა საშუალება ვცადე: ქრისტესისხლა, პასტები, სპირტიანი ნაყენები და სხვ. – გარშემო კანი იქერცლება და ძვრება, თუმცა კოჟრები უცვლელად რჩება. პატივისცემით, ო.ფ.

წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლუბოვ დუდჩენკო.

მსგავსი ნახეხები, ან მშრალი კოჟრები, საკმაოდ ხშირად ჩნდება ტერფებზე, უმეტესწილად, არასწორად შერჩეული ან ვიწრო ფეხსაცმლის შედეგად. ამ შემთხვევაში, ხალხური მედიცინა შემდეგ რეცეპტებს გვთავაზობს:

გააჩერეთ ფეხები ოთახის ტემპერატურის წყალში 10 წუთით, გაიმშრალეთ ფეხები. დაღეჭეთ ბარდა ან სხვა პარკოსანი და ეს ფაფა სქლად დაიდეთ კოჟრებზე. დაიმაგრეთ სახვევით. პროცედურა ყოველდღე უნდა ჩაატაროთ, კოჟრების გაქრობამდე.

გაწმინდეთ და 4 ნაწილად დაჭერით 1 თავი ხახვი, მოათავსეთ ქილაში და დაასხით ძმარი. დაახურეთ და დააყენეთ 3 დღე. შემდეგ, 1 წილი ხახვი დაიდეთ კოჟრებზე და დაიმაგრეთ. ეს პროცედურა ღამით უნდა ჩაიტაროთ. რამდენიმე კომპრესის შემდეგ, კოჟრის მოხსნა თითებით შეგეძლებათ.

ზოგიერთი სახალხო მკურნალი გვირჩევს კოჟრებზე უმი ხორცის დადებასაც.

მოჭერით ლიმონის კანს პატარა ნაჭერი ცოტაოდენი რბილობით. ძილის წინ დაიდეთ კოჟრზე. შეასრულეთ პროცედურა დაზიანებული კანის მოშორებამდე.

პროფილაქტიკის მიზნით, ქალმა უარი უნდა თქვას ძალიან მაღალქუსლიან და ვიწრო ფეხსაცმელსა და ჩექმებზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს