როგორ უნდა იკვებოთ კრიტიკულ დღეებში

177
ფოტო: gaetano28 on Pixabay

ახალგაზრდა გოგოებს „კალენდრის წითელი დღეების“ მიჯნაზე ხშირად კანზე გამონაყარი უჩნდებათ. 30 წლის ქალებს დეპრესია, შეშუპება, წონის 3-4 კგ-ით მატება, ხოლო 40 წლის ქალებს – თავის ტკივილი და გაზრდილი არტერიული წნევა აწუხებთ.

ამ პერიოდში ქალს მაგნიუმის გაზრდილი დოზა სჭირდება, რომელიც ნერვული სისტემის აღზნებადობას ამცირებს. მას ყველაზე მეტი რაოდენობით მარცვლეულში (განსაკუთრებით, ბრინჯსა და შვრიაში), ლობიოში, კაკალში (კეშიუ, ნუში), ყველში, ბანანსა და ქათმის ხორცში იპოვით.

კრიტიკულ დღეებში ქალი 20 მგ რკინას კარგავს, ამიტომ მისი მარაგი წინასწარ უნდა შეივსოთ. ღვიძლი, ბროწეული და ჭვავის პური შეჭამეთ.

ორგანიზმი B6 ვიტამინით რომ გამოკვებოთ, რომელიც ემოციებს და გაღიზიანებას აკონტროლებს და სზამებს ასუსტებს, ხორცის და რძის პროდუქტების, კარტოფილის, სტაფილოს, ყვავილოვანი და თეთრი კომბოსტოს, ფორთოხლის და ლიმონის მიღება არ უგულებელყოთ.

რაციონიდან გამორიცხეთ საკვები პროდუქტები, რომლებიც არასასურველ მარილს შეიცავენ: შებოლილი ხორცი, კონსერვები, ბულიონი ქათმის კუბებით, ცხარე სოუსები. ისინი სითხის შეკავებას ხელს უწყოებენ და შეშუპებას აძლიერებენ. მიზანშეწონილია, რომ მათ შარმდენი ჩაის დახმარებით არ ებრძოლოთ, რადგან მას ორგანიზმიდან მნიშვნელოვანი მიკროელემენტებიც გამოაქვთ. კარგი შარდმდენი ეფექტი აქვთ ნატურალურ წვენებს და კალიუმის დიდი რაოდენობით შემცველ პროდუქტებს: ქიშმიში, გარგარის ჩირი, მოხარშული კარტოფილი.

უპირატესობას მარცვლეულს (ისინი რთულ ნახშირწყლებს შეიცავენ, რომლებიც ნელა იხარჯება და დანაყრების შეგრძნებას დიდხანს ტოვებს) და ბოსტნეულის სალათებს მიანიჭეთ. ეს ვიტამინების წყაროა, რომელიც ორგანიზმს ენერგიით და საკვებით ბოჭკოებით ამდიდრებს. წასახემსებლად ხილი გამოგადგებათ. ისინი ორგანიზმს რკინით და B, C ვიტამინებით უზრუნველყოფს.

არსებობს მოსაზრება, რომ მტკივნეული წინა მენსტრუაციული სინდრომის ერთ-ერთი მიზეზი პროგესტერონის ჰორმონის დეფიციტია. სწორედ ამიტომ, კრიტიკული დღეების დაწყებამდე ექიმები სოიოს პროდუქტების მიღებას გირჩევენ. ასეთი პროდუქტები პროგესტერონის მსგავს ბუნებრივ ნივთიერებებს შეიცავენ და ამრიგად მის დეფიციტს აღადგენენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს