ერთხელ გააკეთეთ და 6 წელი დაისვენეთ! თუ ყოველწელს ბუჩქების გაკრეჭა მოგბეზრდათ

1307

არაფერი ისე არ უხდება ნაკვეთს, როგორც გამწვანება და ყვავილები. ბევრი მცენარე ითხოვს გულმოდგინე მოვლას, ასობით ყვავილის დარგვაც არაა მარტივი. ამიტომაც, ლანდშაფტის დიზაინერები უპირატესობას ანიჭებენ საყვავილეების გაფორმებას დიდი ზომის მცენარეებით, რომლებიც მოდურად, უჩვეულოდ და ეგზოტიკურად გამოიყურება. ხოსტა – მრავალი მებაღის საყვარელი მცენარეა. ეს ბუჩქი 1 მეტრამდე აღწევს სიმაღლეში და ძალიან დიდი ზომის ფოთლები აქვს.

რა თქმა უნდა, საყვავილის გარეგნობა ბევრადაა დამოკიდებული მცენარეების კომბინაციაზე. ხოსტის შემთხვევაში, მისთვის მეზობლების არჩევა პრობლემას არ წარმოადგენს. საჭიროა მხოლოდ რამდენიმე წესის ცოდნა. ბაღის მცენარეების ზოგიერთი სახეობა, ხოსტასთან ერთად, კონტრასტულ ომპოზიციებს ქმნის, იდეალურად გამოიყურება მის მოცისფრო, ფაქტურული ფოთლების ზედაპირზე. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ საყვავილეების რამდენიმე იდეას.

საყვავილე ხოსტათი

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ეზოში ისეთი ნაკვეთის შერჩევა, რომელიც ყველაზე მეტად მოუხდება ამ ყვავილების გაზრდას. ხოსტისთვის რეკომენტებულია ოდნავ დაჩრდილული ადგილი, რომელსაც ორპირი არ შეეხება. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ რაც უფრო გაჯერებულია ფოთლების ფერი, მით უფრო დიდი სინათლეა საჭირო მცენარისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ეს მცენარე გადარგვას არ მოითხოვს და ერთ ადგილას 20 წლამდე შეუძლია ცხოვრება. თან სულ უფრო ლამაზდება.

ფერადფოთლოვანი სახეობებისთვის რეკომენდებულია ისეთი ადგილი, რომელიც ჩრდილში იქნება შუადღით, სხვა დანარჩენ დროს კი მზით იქნება განათებული. ცისფერი ფოთლებისთვის შეარჩიეთ ჩდილიანი ადგილი, რომელსაც დღეში 2 საათი მზე უყურებს. შესაბამისი ნიადაგი უნდა იყოს ოდნავ სველი, ჰუმუსით მდიდარი, კარგად დრენირებადი, ოდნავ მომჟავო ან ნეიტრალური.

თუ გაზაფხულზე ხოსტის დარგვას აპირებთ ღია ნიადაგში, ნაკვეთი უკვე შემოდგომაზე უნდა მოამზადოთ. ამისთვის ნაკვეთის ზედაპირი ორგანული სასუქის 10სმ-იანი ფენით უნდა დაფაროთ.

1. პიონები და ხოსტა შესანიშნავად ავსებს ერთმანეთს.

2. ნიადაგის მფარავი მცენარეები, როგორიც გველის სუროა, ხოსტასთან ერთად გამოიყენება.

3. გეიხერი, ნარგიზელა, სალბი, ლობელია, ბეგონია, სურფინია – ყველა ამ მცენარეს განსაკუთრებული შარმი აქვს და იმპოზანტური ხოსტას სილამაზეს გამოკვეთს.

4. ჰორტენზია ხოსტებთან ერთად.

5. ხოსტა შეიძლება ლანდშაფტურ დიზაინში აქცენტი გახდეს, რადგან ბალახებისა და სხვადასხვა ბუჩქის ფონზე, ძალიან მდიდრულად გამოიყურება.

6. შესანიშნავი კომბინაცია!

7. მიქსბორდერის ვარიანტი, რომლის ძირითად ტონს იძლევა ხოსტი და კოლეუსი.

8. ხოსტა, ასევე, შესანიშნავად გამოიყურება სხვა მცენარეებთან ერთად, ტბორთან ახლოს.

ხოსტა – უნივერსალური მცენარეა ბაღისთვის, ნებისმიერ ყვავილთან თუ ბუჩქთან კომბინაციაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს